სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

90 სკოლას პირველკლასელი არ ჰყავს - სკოლების გაუქმებაზე სამინისტრო განმარტებას აკეთებს
24-09-2022
-
+


2022-2023 სასწავლო წელს პირველკლასელების გარეშე სწავლა 90 საჯარო სკოლაში დაიწყო - აღნიშნული ინფორმაცია etaloni.ge- ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიაწოდა. 

უწყების განმარტებით, მაღალმთიან რეგიონებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირების მიუხედავად სკოლები ფუნქციონირებას მაინც განაგრძობენ.

„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გაცნობებთ, რომ საქართველოში 2022 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით 90 სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი.


საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის მიგრაციის გამო, ძირითადად მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაში, ზოგიერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კონტიგენტის შემცირების მიუხედავად სამინისტრო, ზოგად განათლებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, დღემდე ინარჩუნებს მცირეკონტიგენტიან საჯარო სკოლებს იმ შემთხვევებისთვის, თუ დასახლებებში გამოიკვეთება სასკოლო ასაკის ბავშვთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია. აღნიშნული მიდგომა მთიან რეგიონებში მოსახლეობის დაბრუნებასა და ადგილზე დამკვიდრებას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნულია სამინისროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

2022-2023 სასწავლო წლისთვის სკოლებში ქვეყნის მასშტაბით ჯამში 55 717 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას

პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება - ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ კანონში

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

პედაგოგები პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება