სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო

„სამხედრო საქმის სწავლება მომავალ თაობას პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის“-დირექტორები სამინისტროს ინიციატივებს აფასებენ
22-09-2022
-
+


საქართველოს საჯარო სკოლები ახალ 2022-2023 სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით შეხვდნენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მათ რამოდენიმე ცვლილება შესთავაზა, როგორებიცაა მაგალითად, პირველ კლასში ჭადრაკის შესწავლა, „საქართველოს ისტორიის“ დამოუკიდებელ საგნად სწავლა და სხვა; სიახლეების მხრივ ასევე, აღსანიშნავია ზოგიერთ სკოლაში საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება.

etaloni.ge საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა, რათა გაგვეგო, თავად ისინი, სამინისტროს ინიციატივებიდან რომელ სიახლეს მიიჩნევენ ყველაზე მნიშვნელოვნად და რატომ.

მარიამ გარაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

როგორც კი პირველად გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ისტორია ცალკე საგნად შეისწავლებოდა მთელს სასკოლო საზოგადოებას გაუხარდა. აღნიშნული სიახლე ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. მოსწავლეებმა საკუთარი ქვეყნის ისტორია უკეთესად უნდა იცოდნენ. ასევე, სიახლეა ჭადრაკის პირველ კლასში სწავლება. მინდა აღვნიშნო, რომ სანამ სავალდებულო გახდებოდა ჩვენი დიდი სურვილი და ასევე, მშობლების მოთხოვნაც იყო ბავშვებს ჭადრაკი ესწავლათ და ვფიქრობდით სპეციალურად ჭადრაკის წრე გაგვეკეთებინა, თუმცა მცირე საათებზე ადამიანური რესურსი ვერ ვნახეთ... გამომდინარე იქიდან, რომ ახლა სავალდებულო გახდა და თავად სამინისტრომ ჭადრაკის ფედერაციასთან ერთად იზრუნა, ჩვენი მასწავლებლები გადაემზადებინა ძალიან წაგვადგა; პირდაპირ ჩაჯდა საათობრივ ბადეში და სწავლას უკვე ვიწყებთ. ასევე, სიახლეა „სამხედრო საქმის“ სწავლება. მართალია ჩვენი სკოლა საპილოტე სკოლებში ვერ მოხდა თუმცა, ამ ინიციატივას მივესალმები.  მიმაჩნია, რომ ეს პატრიოტული სულისკვეთების გაზრდის და მომავალი პროფესიის არჩევისთვის ძალიან კარგი დამხმარე საგანია. ვფიქრობ, საგანი თავდაცვით საკითხებსაც მოიაზრებს, რომელიც ყველა მოქალაქემ აუცილებლად უნდა იცოდეს. 


არმენაკ ფოლორჩიან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემთვის პირადად შემოთავაზებული სიახლეები, მათ შორის - ჭადრაკი, საქართველოს ისტორია და სამხედრო საქმე მისაღებია. სკოლაში საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად და პირველ კლასში ჭადრაკის შესწავლა შემოვიდა. ჩვენ როგორც ეროვნული უმცირესობა, სომხური სექტორი გვაქვს. ბავშვებისთვის საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან უფრო კარგად გაიცნობენ. ჭადრაკი კი ცხოვრების ასპარეზზე გაყვანის ერთ-ერთი სწორი გზა არის. რაც შეეხება სამხედრო საქმეს, ვფიქრობ ყველას უნდა ჰქონდეს ამ საკითხში ელემენტარული განათლება. სიახლეების მხრივ ასევე გამოვყოფდი, ბილინგვურ სწავლებას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა გამომდინარე იქიდან რომ, ბავშვები რაც უფრო ადრეული ასაკიდან ისწავლიან სახელმწიფო ენას მით უფრო მარტივად მოახდენენ შემდეგ ინტეგრაციას.


მაია ტორაძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:

სიახლეებიდან ძალიან მომწონს პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება. ეს ბავშვების გონებრივ განვითარებას ნამდვილად შეუწყობს ხელს. კარგია ასევე, პროექტებით სწავლება, რადგან ამ მეთოდის გამოყენებით ბავშვები საგანს უფრო ხალისით შეისწავლიან. დამატებითი საგნები, რომლებიც განათლების სამინისტროს ინიციატივით ინერგება მივესალმები. ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად სწავლა. კარგია, რომ ცალკე გამოიყო და ბავშვებს უფრო მეტი დოზით ექნებათ საშუალება საკუთარი ქვეყნის ისტორია გაიგონ.


ეკა ესიავა, აკადემიკოს ვარლამ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად სწავლების შემოღება ძალიან კარგი ნაბიჯია, რადგან ჩვენი ისტორიით ბავშვები უნდა ამაყობდნენ და შესაბამისად გამოყოფილად უნდა ისწავლებოდეს. ვფიქრობ, ბავშვებს პატრიოტული გრძნობები ბავშვებს უფრო მოჭარბებულად ექნებათ. ძალიან კარგია ასევე, ჭადრაკი, რადგან იგი კრიტიკულ აზროვნებას, მეტაკოგნიტურ და სხვა საჭირო უნარებს ავითარებს. ვფიქრობ, ჭადრაკი სამოყვარულო დონეზე მაინც ყველამ უნდა იცოდეს. სიახლეებიდან აღსანიშნავია პროექტებით სწავლება. ჩვენმა სკოლამ წელს პროექტული სწავლება მუსიკაში აირჩია, რასაც მივესალმები. ბავშვებისთვის უფრო საინტერესოც კია, როდესაც პროექტს აკეთებს. მსგავსი მეთოდით სწავლების მეშვეობით მასალა გრძელვადიანად ამახსოვრდებათ და პრაქტიკაშიც გამოიყენებენ.



ჯამბულ ხიჯაკაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის საჯარო სკოლის დირექტორი:

სამინისტროს შემოთავაზებული სიახლეებიდან ჩვენთან ჭადრაკი, საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად და პროექტებით სწავლება შემოვიდა. აღნიშნული სიახლეები ძალიან კარგია - ჭადრაკი ბავშვის გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს, საქართველოს ისტორია მოსწავლეებს ცოდნას გაუღრმავებს პროექტებით სწავლება კი დიდი სიახლეა და ვნახოთ რა იქნება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება