სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ხობის ადგილობრივმა თვითმმართველობამ „ეტალონში“ პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს საჩუქრები გადასცა
04-04-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად „ხობის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში გამართულ ღონისძიებას ხობის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ხობის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ინტელექტ-ჩემპიონატში პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს საჩუქრად წიგნები გადასცა.

„ხობის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა პატარა ფოთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თორნიკე მოდებაძე.

როგორც თორნიკე აღნიშნავს, ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვებამ უფრო გაბედული გახადა და საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნა:

„ეტალონში“ გამარჯვება დიდი პატივი და სტიმულია ჩემთვის. მადლობა პროექტს, რომ მეტად გაბედული გამხადა და საკუთარ შესაძლებლობებში დამარწმუნა. მადლობა მასწავლებლებსა და ჩემს გულშემატკივრებს. იმედია, გავამართლებ მათ მოლოდინს და ღირსეულად წარვადგენ ხობს ფინალში.“

ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია მადლობას უხდის „ეტალონს“ მოსწავლეებში ცოდნის წახალისებით საქვეყნო საქმის მსახურებისთვის:

„ხობის ახალგაზრდობისთვის დღეს მნიშვნელოვანი დღეა. „ეტალონი“ ჩვენს მოსწავლეებს სწავლისა და წინსვლის სტიმულს აძლევს, თავდაჯერებულობასა და გამოცდილებას მატებს. მომავალ თაობაზე  ზრუნვა ნამდვილად ეროვნული საქმის მსახურებაა.“

ხობის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა მოხარულია „ეტალონში“ მოსწავლეების მაღალი ჩართულობით:

„დღევანდელმა დღემ ნათლად აჩვენა, რომ „ეტალონი“ სჭირდება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მომავალს. ყოველწლიურად იზრდება პროექტში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი, ეს იმიტომ, რომ „ეტალონი“ ახალგაზრდებში ნიჭიერების, ცოდნის, გამბედაობის წახალისებას ემსახურება და ჯანსაღი კონკურენციით ახალგაზრდებს მომავალი წარმატებებისთვის ამზადებს.“

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია „ეტალონის“ შეუცლელ მნიშვნელობაზე საუბრობს და წარმატებებს უსურვებს პროექტს:

„ეტალონმა“ სწორედ ამ ბავშვებში გაღვივებული ცოდნით, ნიჭიერებისა და სითამამის წახალისებით, სამოქალაქო აზროვნების ფორმირებითა და მუდმივი წინსვლით თავისი წარუშლელი და შეუცვლელი სიტყვა თქვა საქართველოს საგანმანათლებლო ისტორიაში. პროექტის საშუალებით, მოსწავლეები საკუთარ შესაძლებლობებს ცდიან, მასწავლებლები და მშობლები კი საკუთარი შრომის შედეგით ტკბებიან. კიდევ დიდხანს უნდა იყოს ეს პროექტი, მეტი ჩართულობით, მეტი ნოვაციითა და წარმატებით.“

ხობის რესურსცენტრის უფროსი ბეატრისა რუსია „ეტალონს“ საუკუნის პროექტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობა თითოეული მოსწვლისთვის წარმატებაა:

„ეტალონში“ მონაწილეობა თითოეული მოსწვლისთვის წარმატებაა. ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან მოგვწონს, მივესალმებით და მხარს ვუჭერთ. „ეტალონი“ საუკუნის პროექტია, რომელიც ძალიან სჭირდება ახალგაზრდობას. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგში მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებიც მოხვდნენ. ეს კი სხვა მოსწავლეებისთვის ძალიან დიდი სტიმულია. აღსანიშნავია ასევე მცირეკონტინგენტიანი სკოლების წარმატება.“

„ხობის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი თორნიკე მოდებაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.
 

ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება