სიახლეები
სიახლეები

ვიღებთ ვალდებულებას: ავიყვანოთ კვალიფიციური მასწავლებლები და გავაუმჯობესოთ პროფესიის ხარისხი
20-09-2022
-
+


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით წარდგა, სადაც დეტალურად შეეხო ქვეყანაში არსებულ საგანმანათლებლო გამოწვევებსა და ცვლილებებს, რომლებიც ამ მიმართულებით იგეგმება:

საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი და მაღალი ხარისხის განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და აღიარებს უწყვეტი განათლების შესაძლებლობების ყველასთვის უზრუნველყოფის საშუალებას. ამრიგად, განათლება კიდევ უფრო მაღლა დავაყენეთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტების რიგში.

მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსწავლეებს მივცეთ წვდომა სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე ყოველგვარი ბარიერების გარეშე, რათა ისინი აღიჭურვონ ცხოვრებისეული უნარებითა და კომპეტენციით, აგრეთვე კონკურენტუნარიანი და სტუდენტზე ორიენტირებული განათლების სისტემებით.

საქართველოს მთავრობის განათლების გრძელვადიანი პოლიტიკა სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება: ხარისხი, თანასწორობა და კარგი მმართველობა. მისი მიზნები და სტრატეგიული ამოცანები ეხმიანება ხუთ თემატურ მიმართულებას, რომლებიც ხაზგასმულია განათლების მომავლის საერთაშორისო კომისიის ანგარიშში და ის სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს.

საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6 პროცენტამდე.

საქართველოს მთავრობა გეგმავს კვლავ გააორმაგოს ძალისხმევა სასწავლო გეგმების გასაუმჯობესებლად, თანამედროვე და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მასწავლებლებისა და პედაგოგების პროფესიულ განვითარებაში ინვესტირებისათვის, რადგან ისინი ჩვენი ძალისხმევის ხერხემალს წარმოადგენენ მომავალი თაობის ადეკვატური უნარებითა და ცოდნით აღჭურვის საქმეში.

ჩვენი ერთ-ერთი შემდეგი ნაბიჯია 2026 წლისთვის 800 სკოლის აშენება და განახლება. 2030 წლისთვის ყველა ქართული სკოლა სრულად იქნება მოდერნიზებული და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი.

2030 წლისთვის საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება გაივლის ახალი, მრავალმხრივი ავტორიზაციის პროცესს.

ნათელია, რომ პანდემიამ ლიდერები მთელ მსოფლიოში აიძულა გადაეხედათ განათლებისთვის და მობილიზებული ყოფილიყვნენ გაეროს პრინციპის დასაცავად, რომელიც გულისხმობს, რომ არავინ დარჩეს სისტემის მიღმა. პანდემიის პირველ დღეებში საქართველომ განათლების სისტემას წარმატებით მისცა დისტანციური სწავლების რეჟიმში მუშაობის საშუალება, განათლების ყველა საფეხურზე დაინერგა მთელი რიგი უფასო და ხელმისაწვდომი ონლაინ- და სამაუწყებლო მექანიზმები სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის. კრიზისმა ფაქტობრივად გამოიწვია ინოვაციური გადაწყვეტილებების მატება. საქართველო მსოფლიოში პირველია მათ შორის, ვინც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ძალისხმევით სასწავლო გეგმებზე დაფუძნებული სატელევიზიო პროგრამები დანერგა. პროგრამების პოპულარობა იზრდება და ემსახურება მთლიანად ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს. სიამაყით გაცნობებთ, რომ საქართველოს ძალისხმევა და წარმატება დისტანციური სწავლების დანერგვაში აღიარებულ იქნა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

განათლების სფეროში არსებული გლობალური გამოწვევები კვლავ ხელმისაწვდომობასა და თანასწორობას უკავშირდება, რისგანაც საქართველო არ არის დაცული. უნდა ვეცადოთ ციფრული წყვეტის ამოვსებას და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ცენტრიდან მოშორებულ რეგიონებში მდებარე სკოლებში, სოციალურად დაუცველ თემებში, შშმ პირებში, ეთნიკურ უმცირესობებში, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებში.

ჩვენმა ქვეყანამ, ისევე როგორც ბევრმა სხვამ, რომლის წარმომადგენლებსაც ამ დარბაზში ვხედავ, თავად იხილა იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების სირთულეები. ვიცით, რომ ამ თემების კომპლექსურ საჭიროებებს შორის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სტუდენტებისთვის ყოვლისმომცველი მხარდაჭერის მიწოდება გადამწყვეტია. საგანმანათლებლო სფეროში უწყვეტმა ძალისხმევამ შეიძლება უზრუნველყოს ნორმალურობის განცდა კრიზისის დროს და საერთაშორისო საზოგადოების წევრები იმ ინსტრუმენტებით აღჭურვოს, რომლებიც მათ წარმატების მისაღწევად დასჭირდებათ.

საქართველოში პრიორიტეტად მივიჩნევთ განათლების სისტემის მხარდაჭერას სტუდენტებისთვის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარე რუსულმა ოკუპაციამ ხელყო ყოველდღიური ცხოვრების ბევრი ასპექტი. გარდა ამისა, ქართულ სკოლებში წარმატებით ჩავრიცხეთ 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომლებიც რუსული აგრესიის გამო იძულებული გახდნენ გამოქცეულიყვნენ. ამისათვის, სკოლებში ჩამოვაყალიბეთ ჩარიცხვის გამარტივებული პროცედურები და, კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით, ზოგად განათლებას უკრაინულ ენაზე ვახორციელებთ სტანდარტული უკრაინული სასწავლო გეგმების მიხედვით. გარდა ამისა, უკრაინელ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს განათლებას აგრძელებენ საქართველოში, უკვე შეუძლიათ ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხონ სასწავლებლებში.

ჩვენ მიზნად დავისახეთ სოციალური, კულტურული და ფინანსური ბარიერების შემცირება სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის შეუფერხებლად უზრუნველსაყოფად, სამეცნიერო კვლევის შესაძლებლობებსაც მივცემთ ახალგაზრდა თაობას. გარდა ამისა, საქართველოს განათლების სისტემა ხელს შეუწყობს 21-ე საუკუნის უნარებისა და კომპეტენციების ფართო სპექტრის განვითარებას ყველა დონეზე.

საქართველო იღებს ვალდებულებას განახორციელოს ეფექტიანი მექანიზმები მასწავლებლის პროფესიის ხარისხისა და მიმზიდველობის გასაუმჯობესებლად. განათლების ყველა საფეხურზე კვალიფიციური მასწავლებლებისა და სპეციალისტების აყვანისა და შენარჩუნების ხელშეწყობა და მათი უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა იქნება განათლების პოლიტიკის დღის წესრიგის სათავეში.

საქართველო ასევე გადადგამს ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს ინკლუზიური, უსაფრთხო და ჯანსაღი სასკოლო გარემოს უზრუნველყოფას, სკოლაში კვებისა და სამედიცინო, აგრეთვე ფსიქო-სოციალური და ემოციური მხარდაჭერის სერვისების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერით.

დასკვნის სახით ნება მომეცით, ხაზი გავუსვა გაეროს ხელმძღვანელობით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას განათლების გარდაქმნის უკეთესი საერთო მომავლის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. საქართველო ამაყობს, რომ უერთდება დღეს, აქ, ჩვენს პარტნიორებს, რომლებმაც იკისრეს ვალდებულება თავიანთი თემები განათლების გზით გააძლიერონ. ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო კონსოლიდაციით, ჩვენ მივაღწევთ განათლებისა და ჰუმანურობის დასახულ მიზნებს.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლაში მოსწავლეთა წრმატება ახარებთ და მათ პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობს უხდიან
ეს დღე ძალიან ლამაზი, დასამახსოვრებელი ინფორმაციული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის
მასწავლებლების ორი გუნდი:  „ორბი“ და „ირაო“, შეეჯიბრა ერთმანეთს
პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვასთან დაკავშირებით და საფრთხეების თავიდან აცილება
ღონისძიებაზე წარდგენილი იქნა ქართული ლექსები, სიმღერები და ცეკვები
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება