სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლახამულას საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა
19-09-2022
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საზემოდ შეხვდნენ. 

გაიმართა საზეიმო სხდომა, რომელიც ისტორიის მასწავლებელმა მარიჯან ჭკადუამ საინტერესოდ წაიყვანა. მან სკოლის დირეტორს, მრავალწლიანი შრომისთვის, მადლობის სიგელი გადასაცა. 

დირექტორმა კი წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა. კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც. 

მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. პირველკლასელებისთვის მომზადდა მისალოცი ბარათები, რომლებიც მათ საზეიმოდ გადასცეს. 

სწავლის დაწყებამდე საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. აღსანიშნავია, რომ სკოლაში უკრაინელ ბავშვებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და უკრაინის ჰიმნიც ჩართეს.

„შენ უკვე პირველკლასელი ხარ, ჩვენი ისტორიული სკოლის მოსწავლე. გილოცავთ და გპირდებით: ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ სრულფასოვანი საბაზისო ცოდნა მიიღო! ჯერი შენზეა, აიტაცე წიგნი და დაეწაფე ცოდნის წყაროს, ბედნიერად, ფრთაგაშლილმა იმოგზაურე დედაენის ზღვა სამყაროში, გახდი ბედნიერი, გაახარე ოჯახი და გაგვახარე შენი მასწავლებლები“,- წერია ლახამულის საჯარო სკოლის პედკოლექტივის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება