სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყიზილაჯლოს N1 სკოლაში სასწავლო წელი ახლადრეაბილიტირებულ შენობაში საზეიმოდ დაიწყო
16-09-2022
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

მოსწავლეები და მასწავლებლები სასწავლო წელს ახლადრეაბილიტირებულ სკოლაში შეხვდნენ. გაიმართა ღონისძიებაც, რომელშიც პატარები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

სწავლის დაწყება მათ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. განახლებული სკოლა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ კახა კობერიძემ, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის მენეჯერმა, თამარ ქარდავამ და მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ფუნქციათა შემსრულებელმა, ხანალი კახრამანოვმა დაათვალიერეს.

მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება