სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში ინკლუზიურ განათლებაზე შიდა და გარე მონიტორინგი მიმდინარეობს - რა შემთხვევაში ჩაერთვება საქმეში აუდიტის დეპარტამენტი
07-10-2022
-
+


ინკლუზიური განათლება ნიშნავს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვას თანატოლებთან ერთად.

თუ როგორ მიმდინარეობს სკოლაში ინკლუზიური განათლება, ამის დასადგენად მონიტორინგის სახეები არსებობს - შიდა და გარე.

ინკლუზიურ განათლებაზე შიდა მონიტორინგი სკოლას ევალება და ის სასწავლო წლის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ უნდა შესრულდეს.სკოლა შიდა მონიტორინგის ინსტრუმენტს სამინისტროსა და მულტიდისციპლინური გუნდის რეკომნდაციის საფუძველზე შეიმუშავებს.

ინკლუზიურ განათლებაზე შიდა მონიტორინგის განხორციელების მიზნით სკოლის დირექტორმა უნდა შექმნას ჯგუფი და განსაზღვროს მისი უფლებამოსილებები.

კანონის თანახმად, ინკლუზიურ განათლებაზე შიდა მონიტორინგის განხორციელების მიზნით შექმნილი ჯგუფი ადგენს შიდა მონიტორინგის დასკვნას, რომელსაც დასკვნის შედგენიდან არაუგვიანეს 7 დღისა წარუდგენს სამინისტროს.

რაც შეეხება გარე მონიტორინგს, მას ახორციელებს სამინისტრო ან სამინისტროს მიერ განსაზღვრული შესაბამისი ორგანო. გარე მონიტორინგის შემთხვევაში შესაძლებელია როგორც სკოლის წინასწარი ინფორმირება, ასევე შეტყობინების გარეშე შემოწმება.

გარე მონიტორინგის განხორციელების შედეგად საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენისა და სკოლის მიერ მისი გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი  უფლებამოსილია მიმართოს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება