სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი გიყვარდეთ ბავშვი და საქმე, რომელსაც ემსახურებით“- მზია კიწმარიშვილი, რუსთავის N23 სკოლის დირექტორი
09-09-2022
-
+


სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წლიდან და რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს.

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლის დირექტორ მზია კიწმარიშვილის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ. 

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...

- ვიყო მაქსიმალურად გახსნილი ურთიერთობისთვის, შევქმნა პოზიტიური, სასიამოვნო გარემო, ზაფხულში დაგროვილი შთაბეჭდილებების, ემოციების გაზიარებისთვის.

- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...

- გიყვარდეთ ბავშვი და საქმე, რომელსაც ემსახურებით მთელი ცხოვრება, რადგან „თუ სიყვარული შეგიძლია ბევრი რამ კი არა, ყველაფერი შეგიძლია, შეუძლებელიც“. ო. იოსელიანი

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...

- რომ შევძელით ჩამოვყალიბებულიყავით ერთი დიდი, წარმატებული გუნდი, რომელსაც მკაფიოდ განსაზღვრული, საერთო ხედვები, მიზნები და ღირებულებები აქვს.

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...

- იყო მეორე დედა, რომელიც ეხმარება ბავშვს საგანმანათლებლო სივრცეში მომავალი აქტიური ცხოვრებისეული პოზიციების ჩამოყალიბებაში, სათანადო უნარ-ჩვევების დაუფლებასა და კონკურენტუნარიანი განათლების მიღებაში.

- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...

- ბავშვი, რომელიც უპირობოდ მნიშვნელოვანია ყოველგან და ყოველთვის!

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...

- უღრუბლო ცას, ცხრათვალა მზეს და უპანდემიო სამყაროს!.. ასევე, ყველა პატარას გვერდით სიყვარულითა და სითბოთი სავსე, მზრუნველ ოჯახს!..

- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...

სამი ცხოვრებისეული წესი:

  • თუ არ გადადგამ ნაბიჯს წინ - ვერ დაიძვრები ადგილიდან;
  • თუ არ დასვამ კითხვას - ვერ მიიღებ პასუხს;
  • თუ არ ცდი - ვერ მიაღწევ მიზანს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება