სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია პროგრამულ მასალასთან ერთად ცხოვრებაც ისწავლებოდეს“-რობერტ გელოვანი, ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი
09-09-2022
-
+


სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წლიდან და რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს.

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის დირექტორ რობერტ გელოვანის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ. 

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...

- საზეიმო განწყობა შევუქმნა სასკოლო თემს - მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს. ეს დღე განსაკუთრებით უნდა დაამახსოვრდეთ პირველკლასელებს. ამისთვის ყველა პირობაა შექმნილი. სკოლამ შეიძინა საჩუქრები, გადაეცემათ ასევე „ჩემი პირველი კომპიუტერის“ პროგრამით მათთვის განკუთვნილი ბუკები. ახალ სასწავლო კომპლექსში გარემო მიმზიდველად გამოიყურება. ყველა მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი ელოდება დაცულობის მაღალ ხარისხს.

- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...

- სკოლა ჯადოსნური სამყაროა და ამ სამყაროში უნდა შემოხვიდე იმ შეგრძნებით, რომ მომავალ თაობას ცხოვრება გაუფერადო, გაუადვილო სწავლა. თუ სხვისი შვილის შეყვარება და ისეთის მიღება არ შეგიძლია, როგორიც არის, მაშინ ჯობია არც შეეჭიდო მასწავლებლის საპატიო წოდებას.

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...

- ჩვენი მოსწავლეები, მათი აკადემიური მიღწევებით, წარმატებით თუ წარუმატებლობით, სიცელქით თუ სიდინჯით, სიბეჯითით თუ სიზარმაცით. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს წინაშეა ბავშვი და ბავშვი ხომ ღვთის საჩუქარია.

ასევე ამაყი ვარ მაღალკვალიფიციური კადრებით და იმ მეგობრული გარემოთი, ჩვენთან რომ სუფევს. ახალბედა მასწავლებლებიც დასაქმდნენ და კოლექტივის საშუალო ასაკი გაახალგაზრდავდა.

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...

- კლასის დამრიგებლობა უდიდესი მოვალეობაა. ის ამ მოსწავლეებისთვის მშობელიცაა, მეგობარიც, მესაიდუმლეც.

- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...

- პროგრამულ მასალასთან ერთად ცხოვრებაც ისწავლებოდეს. განყენებული სამეცნიერო მასალა თავისთავად მოსაწყენია, თუ ის რეალობასთან არ არის კავშირში. ერთობ საინტერესოა საბუნებისმეტყველო საგნები, როცა ლაბორატორია ფუნქციონირებს სკოლაში. ამის ფუფუნება ჯერ ჩვენს სკოლაში არ გვაქვს.

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი ...

- სკოლაში ფუნქციონირება დაიწყოს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიამ, სამედიცინო ოთახმა, გაიზარდოს მედალოსნების, „ჩემი პირველი კომპიუტერის“ პროგრამით დასაჩუქრების კანდიდატთა და სასწავლო ოლიმპიადებზე გამარჯვებულ მოსწავლეთა რიცხვი.

- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ...

- ცხოვრება რთულია, მაგრამ ეცადე გაამარტივო შენთვისაც და შენს გვერდით მდგომთათვისაც.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან უცვლელი დარჩეს

სექტემბრიდან აგრარული მიმართულების პროგრამებზე პირველკურსელებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს

 

უფასოდ სწავლისთვის კრედიტების 100 პროცენტი დაგჭირდებათ - რომელ სტუდენტებს ეხება ახალი წესი

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

„ეს წარმატება მრავალწლიანი შრომის, მიზანდასახულობის, პასუხისმგებლობისა და ცოდნისადმი სიყვარულის შედეგია“

კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასურველი შედეგები აჩვენეს და მაღალი ქულებიც დაიმსახურეს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება