სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლისთვის საამაყოა, რომ მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ კონკურსებში და ჯილდოებით ბრუნდებიან“- ორჯის საჯარო სკოლის დირექტორი ნვერ მინასიანი
09-09-2022
-
+


სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წლიდან და რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს.

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის დირექტორ ნვერ მინასიანის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ. 

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ ვიყო მშვიდად და მშვიდ გარემოში დავიწყო სასწავლო წელი.

- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...

- კარგად გაეცნონ სკოლის შინაგანაწესს და პასუხისმგებლობით დაიწყონ სასწავლო წელი.

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა ის, რომ მოსწავლეებმა კარგად იციან სახელმწიფო ენა. ისინი ასევე წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებში და ჯილდოებით ბრუნდებიან.

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...

- კლასის ხელმძღვანელის მიზანია დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში.

- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...

- აქტივობები, ჩართულობა და შეფასება.

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...

- რომ იყოს წარმატებული და ნაყოფიერი.

- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...

- მე ყოველთვის მახსოვს მამაჩემის რჩევა, თავი შეიკავე ტყუილისა და ბოროტებისგანო და იყავი მშვიდი და მიზანდასახულიო.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება