სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მუდმივად უსმენდე საკუთარ მოსწავლეებს“- ბათუმის N13 საჯარო სკოლის დირექტორი გელა სირაძე
08-09-2022
-
+


სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წლიდან და რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს.

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ბათუმის N13 საჯარო სკოლის დირექტორ გელა სირაძის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...

- რომ ეს დღე დავამსგავსო დიდ დაუვიწყარ დღესასწაულს, რამეთუ სასწავლო წლის პირველი დღე მნიშვნელოვანია პირველკლასელთათვის და არამარტო პირველკლასელთათვის, მთელი სასკოლო საზოგადოებისათვის. მინდა ამ დღეს დიდი სიხარული მივანიჭო თითოეულ მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს.

- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...

- ვეტყოდი რომ ყოფილიყვნენ პროფესიონალები, უზომოდ შეიყვარონ საკუთარი პროფესია. პროფესიის სიყვარულის გარეშე ნებისმიერ საქმესთან შეჭიდება დამარცხების ტოლფასია. აგრეთვე დამწყებ პედაგოგებს ვურჩევდი დიდ სიყვარულს ბავშვებისადმი.

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა, რომ გვყავს საუკეთესო მოსწავლეები. სულ ახლახანს, რამოდენიმე კურსდამთავრებულმა მოიპოვა სახელმწიფო გრანტი. საამაყოა რომ გვყავს წარმატებული პედაგოგები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და იღწვიან საკუთარი მოსწავლეების საკეთილდღეოდ. 

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს, რომ იყო ამბიციური ადამიანი, რომელსაც ხელეწიფება ასწავლო და აღზარდო პატრიოტი, განათლებული მომავალი თაობა.

- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...

- დემოკრატიულობა, პროცესში მასწავლებლის როლი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თუ როგორ წარიმართება საგაკვეთილო პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად უსმენდე საკუთარ მოსწავლეებს და აძლევდე მათ აზრის გამოხატვის საშუალებას, კამათისა, დებატებისა და ა.შ. საგაკვეთილო პროცესი უნდა იყოს ჯანსაღი, ცოცხალი ორგანიზმი.

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...

- ვისურვებდი, რომ ჩვენს მოსწავლე-ახალგაზრდობას ბევრი ეკითხოს სასწავლო თუ კლასგარეშე ლიტერატურა, რომ ახალგაზრდობა დაუბრუნდეს წიგნს.

- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...

- ჩემთვის როგორც ადამიანისათვის მნიშვნელოვანია თითოეული რჩევა ახალგაზრდისაგან თუ ძველგაზრდისაგან. როგორც ერთმა წარმოშობით ქართველმა თქვა - „მე მოსწავლის ჩინით ვარ და მასწავლებელს მოვითხოვ“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„ჩვენს მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას, თავდაჯერებულობას და შთამბეჭდავ შედეგებს“
 
„2025-2026 სასწავლო წელი ძალიან აქტიური, პროდუქტიული და მრავლისმომცველი იყო ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება