სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დამრიგებლობა ნიშნავს ზრუნავს, რათა ბავშვმა არასდროს დაკარგოს სწავლის მოტივაცია“- თბილისის N132 სკოლის პედაგოგი ბელა გიორგაძე
08-09-2022
-
+


რას ნიშნავს მისთვის კლასის დამრიგებლობა? როგორ ხვდება სწავლის პირველ დღეს მოსწავლეებს? და რას ეტყოდა დამწყებ პედაგოგებს? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს etaloni.ge-ს თბილისის N132 საჯარო სკოლის ხელოვნება-მუსიკის პედაგოგი, მე-12 კლასის დამრიგებლი ბელა გიორგაძე პასუხობს.

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...

- კეთილგანწყობილი შევხვდე ბავშვებს და მშობლებს. ძალიან მნიშვნელოვანია მოიპოვო ბავშვების ნდობა, რათა მთელი სასწავლო წლის განმავლობაში უხაროდეთ მასწავლებლებთან შეხვედრა, სკოლაში მოსვლა.

- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი....

- რომ საინტერესო და შთამბეჭდავი ცხოვრების დასაწყისში დგანან და საკუთარი პროფესიონალიზმითა და მოსწავლეებთან თბილი, მეგობრული დამოკიდებულებით მრავალ დასამახსოვრებელ გაკვეთილს აჩუქებენ არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ საკუთარ თავსაც.

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...

- მიზანდასახული, რეალიზებული, თავისუფალი და პასუხისმგებლობით სავსე აღსაზრდელები.

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...

- ბავშვის დახმარებას სასწავლო პროცესში, განსაკუთრებით, საგანმანათლებლო და ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში; დამრიგებლობა ნიშნავს ზრუნავს, რათა ბავშვმა არასდროს დაკარგოს სწავლის მოტივაცია; თვალყურის დევნებას მოსწავლის განვითარების, გაზრდის, ცოდნის შეძენის, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბების პროცესში; დამრიგებლობა გულისხმობს მოსწავლის მეგობრობას, თანადგომას და კოლეგიალობასაც კი.

- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...

- მოსწავლეებთან ურთიერთობების მანიპულირება, ინფორმირება საგაკვეთილო პროცესის თემებზე, საუბრები, კონსულტაციები, მხარდაჭერა ცოდნის ათვისებისას, პარტნიორობა ინდივიდუალური და გუნდური მუშაობისას, დელეგირება და კონტროლი. საბოლოოდ მასწავლებელმა უნდა შეძლოს სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, ეს კი გულისხმობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას. მნიშვნელოვანია მოსწავლის აკადემიური შეფასებაც, რომელიც უნდა იყოს ხშირი და მრავალმხრივი და ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენას, სხვადასხვა პოტენციალის მქონე მოსწავლეებისთვის თანაბარი პირობების შექმნას...

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...

- შეუფერხებლად წარიმართოს საგაკვეთილო პროცესები (ყოველგვარი პანდემიური სიტუაციებისა და სხვა შემაფერხებელი გარემოებების გარეშე). სასწავლო პროცესი მხოლოდ სწავლა-სწავლებას არ გულისხმობს, ესაა სოციალური ურთიერთობებისა და სოციალური ადაპტაციის ადგილი. ცოცხალი საგაკვეთილო პროცესი კი ყოველთვის უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო და ნაყოფიერია.

- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...

- თუ გსურს წარმატებას მიაღწიო, მუდმივად უნდა განვითარდე, გაიღრმავო ცოდნა დროისა და ეპოქის ცვლილებების შესაბამისად. იმისთვის, რომ მუდამ საინტერესო, დამაჯერებელი და ავტორიტეტული იყო შენი მოსწავლეებისთვის.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„ჩვენს მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას, თავდაჯერებულობას და შთამბეჭდავ შედეგებს“
 
„2025-2026 სასწავლო წელი ძალიან აქტიური, პროდუქტიული და მრავლისმომცველი იყო ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება