სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, რჩევები

როგორ მოემზადოთ სასწავლო წლის დაწყებამდე? - რჩევები პედაგოგებს
03-09-2022
-
+


სულ მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება და პედაგოგები სკოლაში განახლებული ენერგიით დაბრუნდებიან. თუმცა, სანამ რუტინული სამუშაო პროცესი დაიწყება მასწავლებლებს საშუალება აქვთ ზაფხულის არდადეგების შემდგომ ძალები აღიდგინონ და სასწავლო პროცესისთვის სათანადოდ მოემზადონ.

როგორც სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, ის პედაგოგები, რომლებიც სასწავლო წლის დაწყებამდე სათანადოდ ემზადებიან, მათთვის სამუშაო პროცესის დაწყება ნაკლებ სტრესული და მეტად შედეგიანია.

მასალაში წარმოგიდგენთ, იმ რამოდენიმე რჩევას, რომლებიც პედაგოგებს სასწავლო წლის ნაყოფიერად დაწყებაში დაეხმარებათ.

1. საკლასო გარემოს მოწესრიგება



იმისთვის, რომ სამუშაო პროცესს სულ მალე დაუბრუნდეთ და ბავშვებისთვის იდეალური სასწავლო გარემო შექმნათ პირველ რიგში სამუშაო ადგილზე თავს კომფორტულად თქვენ უნდა გრძნობდეთ. ეცადეს, სასწავლო წლის დაწყებამდე საკლასო ოთახი ან სამუშაო სივრცე თქვენს თავს მოარგოთ.

გაამზადეთ სამუშაო მასალები, მოაწესრიგეთ საკლასო ოთახი და გაალამაზეთ, თუნდაც დაფაზე ბავშვებს მისასალმებელი მხიარული ტექსტი დაუწერეთ. ეს გარემოს უფრო ხალისიანს გახდის და ბავშვებს თქვენს მიმართ დადებითად განაწყობს. 

2. ეცადეთ დეტალურად გაწეროთ წლის შესასრულებელი გეგმა



მართალია თითოეულმა პედაგოგმა იცის, თუ რა უნდა მოიმოქმედოს მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ თვალსაჩინოება ამაში კიდევ უფრო მეტად დაგეხმარებათ. ყოველი გადახაზული გეგმა, მეტ მოტივაციას გაგიჩენთ, რომ თითოეული მიზანი წლის ბოლომდე შეასრულოთ.

3.  ნუ დაიტვირთავთ თავს სასწავლო წლის დაწყებამდე



ეცადეთ, სამსახურში გასვლამდე მაქსიმალურად დაისვენოთ და თქვენს თავს თუნდაც ერთი დაუვიწყარი დღე მოუწყოთ. ეცადეთ, თქვენი გონება მაქსიმალურად გაასუფთაოთ სამსახურზე ფიქრისგან და დრო მხოლოდ თქვეს თავს დაუთმოთ. მით უფრო, გამოცდებმაც ჩაიარა და ახლა, მშვიდად შეგიძლიათ საკუთარ თავზე იზრუნოთ.

4. შექმენით თქვენი დღის განრიგი



ეცადეთ, ბოლო ერთი კვირა ზუსტად ერთი და იმავე დროს გაიღვიძოთ, ისაუზმოთ და სამსახურისწინა პროცედურები მოასწროთ. რუტინა დაგეხმარებათ, რომ სამუშაო გარემოს მარტივად შეეგუოთ და არც სამსახურში დაბრუნების პირველი დღე იქნება თქვენთვის სტრესული.

5. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას



გახსოვდეთ, რომ წარმატებული კარიერის საწინდარი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობაა. შეეცადეთ სასწავლო წლის დაწყებამდე ჯანმრთელობის საკითხებს მაქსიმალურად მიაქციოთ ყურადღება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება