სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ ამბობენ უარს მასწავლებლები დამრიგებლობაზე - 5 მიზეზი
07-10-2022
-
+


სკოლაში ყველა კლასს თავისი დამრიგებელი უნდა ჰყავდეს, რომელიც იზრუნებს მოსწავლეთა ფიზიკურ, პიროვნულ თუ სოციალურ განვითარებაზე.

შეიძლება ითქვას, რომ დამრიგებელი მოსწავლისთვის „მეორე დედაა“. მას ევალება, მუდმივად თვალყური ადევნოს თითოეულ მოსწავლეს და იზრუნოს მათ სრულფასოვან აღზრდაზე. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებისგან დიდ სიყვარულს იღებენ, კლასის ხელმძღვანელობაზე უარს მაინც ბევრი პედაგოგი ამბობს. რა არის ამის მიზეზი?

დამრიგებლობაზე უარის თქმის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს, თუმცა გიზიარებთ 5 ყველაზე ხშირად დასახელებულ მიზეზს, თუ რატომ არ სურთ მასწავლებლებს კლასის ხელმძღვანელობა:

პასუხისმგებლობა - დამრიგებლობა დიდი პასუხისმგებლობაა. პედაგოგი  თითოეულ მოსწავლეს ყურადღებას საკმარისად უნდა უთმობდეს, უნდა შექმნას მათთვის უსაფრთხო გარემო, იზრუნოს ყველა მოსწავლეზე, მათ უნდა შეუქმნას სწორი შეხედულებები, გამოუმუშაოს ისეთი უნარები, რომლებიც მოსწავლეებს ცხოვრებაში გამოადგებათ. დამრიგებელს ევალება, იცოდეს თითოეული მოსწავლის მიღწევები და „სისუსტეები“ ყველა საგანში და უნდა ზრუნავდეს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა წარმატებაზე.

ანაზღაურების სიმცირე - დაკისრებულ ვალდებულებებთან შედარებით დამრიგებლის ანაზღაურება მცირეა. პედაგოგებს დამრიგებლობის დანამატი 101,25 ლარი ერიცხებათ. სწორედ მცირე ანაზღაურებიდან და ბევრი ვალდებულებიდან გამომდინარე მასწავლებლების ნაწილს დამრიგებლად ყოფნა არ უღირს.

მშობლებთან ხშირი კომუნიკაცია - დამრიგებელმა მშობლებს რეგულარულად (მინიმუმ თვეში ერთხელ) უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. შვილის შესახებ მიღებულ ინფორმაციას ზოგიერთი მშობელი არ ეთანხმება, რაც მასწავლებელსა და მშობელს შორის განხეთქილების მიზეზი ხდება ხოლმე, დაპირისპირებას ყველა პედაგოგი გაურბის და ამიტომ, მასწავლებელთა ნაწილი დამრიგებლობაზე უარს სწორედ იმიტომ ამბობს, რომ მშობლებთან ხშირი კომუნიკაციის სურვილი არ აქვს.

სამუშაო დრო - კლასის ხელმძღვანელს სახლში წასვლის უფლება არ აქვს იქამდე, სანამ მისი სადამრიგებლო კლასი გაკვეთილებს არ დაასრულებს. მაგალითად, თუ პედაგოგს დღის განმავლობაში პირველი სამი გაკვეთილი აქვს ჩასატარებელი, მისი სადამრიგებლო კლასის ცხრილში კი ამ დღეს ექვსი გაკვეთილია ჩანიშნული, დამრიგებელი სკოლიდან ვერ წავა, სანამ სადამრიგებლო კლასის ყველა მოსწავლე სკოლას არ დატოვებს. ეს წესი მასწავლებლებისთვის ერთგვარი შეზღუდვაა, ამიტომ ურჩევნიათ ჩაატარონ მხოლოდ საგნის გაკვეთილები, შემდეგ კი თავისუფალი დროით დატკბნენ.

ექსკურსიებისა და ღონისძიებების ორგანიზება - დამრიგებლის ერთ-ერთი ფუნქცია მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარებაა, ამის გამო პედაგოგებს ღონისძიებების ორგანიზება უწევთ, რასაც დიდი დრო და ენერგია სჭირდება. ასევე საპასუხისმგებლოა ექსკურსიის დაგეგმვა და გასვლითი შემეცნებითი აქტივობის ორგანიზება. მასწავლებლების ნაწილი დამრიგებლობაზე უარს სწორედ ამ მიზეზით ამბობს, რომ ღონისძიებების ჩატარებისა და ექსკურსიების ორგანიზების სურვილი არ აქვთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

რამდენპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს აბიტურიენტმა პროფესიულ პროგრამაზე რომ ჩაირიცხოს

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება