სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

მასწავლებლები, რომლებიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ
24-09-2022
-
+


გინესის რეკორდების წიგნში საკუთარი მიღწევები უკვდავყვეს მასწავლებლებმა, რომელთაც მსოფლიო რეკორდები დაამყარეს არა მხოლოდ პროფესიულ საქმიანობაში, არამედ გატაცებაში. დღეს, გინესის რეკორდსმენ მასწავლებლებს გაგაცნობთ: 

ჯეფრი შნაიდერი


​ავსტრალიელი მასწავლებელი გინესის რეკორდების წიგნში 2012 წელს მოხვდა, როგორც ყველაზე მხცოვანი პედაგოგი მსოფლიოში. 

სიდნეელი მასწავლებელი და მღვდელი სკოლაში 74 წელი ასწავლიდა, განათლების სისტემიდან კი 2014 წელს 101 წლის ასაკში წავიდა, რადგან კოლეჯამდე მისვლა, რომელშიც მუშაობდა, უჭირდა. მაგრამ შნაიდერს პედაგოგიკა არ მიუტოვებია და სწავლება დისტანციურად გააგრძელა. 

„ვფიქრობ, ჯერ კიდევ კარგი მასწავლებელი ვარ. ჯერ კიდევ შემიძლია რაიმეს სწავლება“, -ამბობდა ის. 

რეკორდების წიგნში ჯეფრი შნაიდერი 2012 წელს მოხვდა, ჯერ კიდევ 99 წლის ასაკში. 

აშა გოპალი


ინდიელმა, აშა გოპალმა გინესის რეკორდი 2016 წელს დაამყარა. მან უძველესი ცეკვა - ბჰარატნატიამი 35 წლის მანძილზე 200 ადამიანს ასწავლა. 

ამ ცეკვის სწავლების სირთულე და უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ მოცეკვავეებს ცეკვის ტექნიკის შესასწავლად დაახლოებით 10 წელი სჭირდებათ. 

ბჰარატანატიამი დაახლოებით 3000 წლის წინ გაჩნდა. ცეკვა სიმბოლურად განასახიერებს ინდური ღვთაების ბრძოლას დენონებთან. ითვლება, რომ ბრძოლის შედეგი დამოკიდებულია შემსრულებლის ოსტატობაზე. 

აშა გოპალის თქმით, მოცეკვავემ არა მხოლოდ ყველა მოძრაობა უნაკლოდ უნდა შეასრულოს, არამედ მაყურებლის ფიქრი ცეკვის ღვთაებრივ მნიშვნელობაზე მიმართოს. 

კრისტიან ჰერბა


პოლინელმა მასწავლებელმა, კრისტიან ჰერბამ რეკორდი 2015 წელს დაამყარა. მან ველოსიპედით 3139 საფეხური გადალახა. 

სპორტის მასწავლებელი თავის მიღწევებს გინესის რეკორდების წიგნში თითქმის ყოველ წელს აფიქსირებს. კრისტიანი ცნობილია იმით, რომ ველოსიპედით მსოფლიოს ყველაზე მაღალ შენობებში კიბით ადის. მან უკვე დალაშქრა დუბაის, მელბურნისა და შანხაის ცათამბჯენები.

დანიელ ალკონი


ბრიტანელი პედაგოგი, რომელიც ესპანეთის სკოლაში მუშაობს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გინესის რეკორდების წიგნში რეპის კითხვით მოხვდა. გინესის რეკორდი რეპერმა მასწავლებელმა 2022 წელს დააფიქსირა. ის რეპს 39 საათი 37 წუთი და 54 წამი კითხულობდა. 

35 წლის დანიელ ალკონი სასცენო ფსევდონიმს DAlcon-ს იყენებს. ყველაზე გრძელი ინდივიდუალური რეპ-მარათონის ავტორმა რეკორდის დამყარება მხოლოდ მერე ცდაზე მოახერხა: 2021 წელს მან, 35-საათიანი გამოსვლით, ამერიკელი რეპერის Watsky-ის შედეგს (33 საათი, 33 წუთი და 16 წამი) აჯობა. მაგრამ  მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ მსოფლიო რეკორდი უკვე გაუმჯობესებული ჰქონდა ირლანდიელ ლიამ რივზს და ის 36 საათს შეადგენდა. დანიელი არ დანებდა და გინესის რეკორდების წიგნის დამკვირვებლებს კვლავ დაუძახა. შედეგად რეპერ პედაგოგს ზედიზედ ორი ღამის გათენება მოუწია, მაგრამ სასურველ შედეგს მიაღწია და საკუთარი სახელი ცნობილ წიგნში უკვდავყო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება