სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ისინი გააგრძელებენ მასწავლებლობას, მე კი დარჩენილი ცხოვრება ვივლი ჩემი შვილის საფლავზე“ - სოფის დედის ემოციური პოსტი
17-08-2022
-
+


სასამართლომ, ლაგოდეხის ნაკრძალში მოზარდის - სოფი ნიკოლეიშვილის გარდაცვალების ფაქტზე, დამრიგებელს სამწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა, ხოლო სპორტის მასწავლებელი უდანაშაულოდ სცნო. აღნიშნულ ფაქტს სოფის დედა სოციალურ ქსელში ეხმაურება და ლანა ნიკოლეიშვილს პოსტს Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

2019 წლის 26 მაისი.

ღამის პირველ საათზე გავედი ნავთლუღის ყვავილების ბაზრობაზე ,ვარდების საწყობში სამუშაოდ.დილის რვაზე სოფი მყავს სკოლაში (ალბიონი) მისაყვანი.ექსკურსიაზე მიდის მე-11 კლასი დამრიგებელთან და რამდენიმე მასწავლებელთან ერთად.მშობლები არ მოინდომეს. 7-ისკენ მირეკავს, დეე, რვაზე კი არა, შვიდზე მოუფიქრებიათ, მოდი ჩქარა, წამიყვანეო. მე დავამშვიდე, მოვალ და ისტ პოინტთან დავხვდეთ-თქო. გავიქეცი სასწრაფოდ,დავურეკე კორპუსის მოპირდაპირედ მარკეტთან ჩამოდი-თქო.

მხოლოდ ეს კადრი მახსოვს ბოლო, ცოცხალი ჩემი შვილის... მოდიოდა თან ახალგაღვიძებული, გაბუტული, თმებდატალღული, ჯლაგუნა ნაბიჯებით და თმები აუდიოდა-ჩაუდიოდა ჩქარი სიარულისგან... მოვიდა, ჩაჯდა ბუზღუნით, მე პარკი მივაწოდე მანამდე მარკეტში ნაყიდი, გზაში სასუსნავები.

მივიყვანე გზაზე, დაველოდეთ ავტობუსს,სარკიდან დავინახე,რომ მოგვადგნენ, არც გადმოვსულვარ,ისე გადავიდა და წავიდა... ფულიც მივეცი დასახარჯად,მეც მაქვსო ჩემი ხელფასიო. მუშაობდა სალოსთან და ჩაერიცხა წინა დღეს.

სადღაც 12-ისკენ დამირეკა და ბოლო ხმა ეგ იყო: დეეე, ჩავედიით და მივდივართ ახლა ნაკრძალში.ჭყლოპონებდა აღტყინებული.

მერე... მერე იყო არანაირი იმედი..ვერაფერს რომ ვერ ჩავებღაუჭე...ცხედარს ვნატრობდი,ოღონდ იპოვონ-თქო...

დღეს სოფის სპორტის მასწავლებელი ვასილ ქოჩიევი, რომელიც შემთხვევის დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, უდანაშაულოდ ცნეს. იგი აქამდეც იმავე სკოლაში მუშაობდა და ისევ ივლის სამსახურში.

დამრიგებელი ლალი (ნელი) სონღულაშვილი (რომელიც არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე და ბავშვი უმეთვალყურეოდ დატოვა) დამნაშავედ სცნეს, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, რომელიც გადაკვალიფიცირდა პირობით სასჯელად, ასევე სამი წლით. იგი მუშაობს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში და კვლავ გააგრძელებს პედაგოგობას.

მე?

მე დარჩენილი ცხოვრება ვივლი საფლავზე, სადაც გაღიმებული სოფის ფოტო შემომყურებს.

ეს სკვინჩას ბოლო დღის ფოტოა..

ჩემი 16 წლიანი გაელვება, ჩემი ნაბოლარა და სასწაულად დაუდგრომელი,გულიანი,ფხუკიანი,თბილი და ვერცხლისწყალა შვილი, წაიყვანეს და არ დამიბრუნეს...

და სად

შეიძლება საქართველოში სამართლის პოვნა?!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება