სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, რჩევები

როგორ მართონ მასწავლებლებმა სტრესი სწორად? - ტოპ 5 რჩევა
04-11-2022
-
+


მასწავლებლობა სასიამოვნო პროცესია, თუმცა გარკვეულ სტრესულ სიტუაციებს მაინც უკავშირდება, რომელთა თავიდან არიდება ხანდახან შეუძლებელია. სტრესი ცხოვრების ჩვეული ნაწილია, მაგრამ მისი მართვა ადვილად შესაძლებელია.

ამერიკელი ფსიქოლოგები სტრესის მართვის გარკვეულ ტექნიკას გვთავაზობენ, რომელთა ხშირი გამოყენების შემთხვევაში სირთულეების ნამდვილად აღარ შეგეშინდებათ. სტატიაში, სწორედ რამდენიმე სტრატეგიას წარმოგიდგენთ, რომლებიც მაშინ დაგეხმარებათ, როდესაც შფოთვას და გაბრაზებას იგრძნობთ.

1. სუნთქვითი ვარჯიშები - მაშინ, როდესაც სიბრაზეს იგრძნობთ ღრმად ჩაისუნთქეთ. ღრმა და ნელი სუნთქვა სხეულს აიძულებს სტრესის ჰორმონების გამოყოფა შეწყვიტოს და მოდუნებაში დაგეხმაროთ. „სუნთქვა ნომერ პირველი და ყველაზე ეფექტური ტექნიკაა სიბრაზისა და შფოთვის შესამცირებლად“, - ამბობს მენტალური ჯანმრთელობის ექსპერტი სკოტ დეჰორტი.

2. აღიარეთ, რომ შეშფოთებული და გაბრაზებული ხართ - ნება მიეცით საკუთარ თავს, თქვას ის რასაც სინამდვილეში გრძნობთ. არ არის აუცილებელი ყოველთვის ძლიერები იყოთ. ემოციების გამოხატვა უარყოფითი ენერგიებისგან გაგათავისუფლებთ.

3. მართეთ თქვენი ფიქრები - სტრესული სიტუაციების მთავარი გამომწვევი მიზეზი ირაციონალური ფიქრებია, რომლებსაც დაფიქრების შემთხვევაში საფუძველი არ გააჩნია. ეს ფიქრები ხშირად „ყველაზე უარესი სცენარისთვის“ გამზადებთ, მაგრამ ამ შემზადებამ სავსებით შესაძლებელია სტრესი უფრო გაგიმძაფროთ. როდესაც ერთ-ერთი ცუდი აზრი მაინც მოგივათ სამუშაო პროცესის დროს დაუსვით საკუთარ თავებს შემდეგი შეკითხვები:

  • ნამდვილად შეიძლება ეს მოხდეს?
  • რაციონალურად ვმსჯელობ?
  • როგორ გავუმკლავდე?
ამ კითხვების საკუთარ თავთან გავლის შემდეგ, დროა საკუთარ ფიქრებს გადახედოთ. შეახსენეთ თქვენს თავს, რომ ნებისმიერი სირთულის გადალახვა შესაძლებელია. დაისახეთ მიზნები და სწორედ მათზე გააკეთეთ სრული მობილიზება.

4. გათავისუფლდით შფოთვისა და ბრაზისგან - დეჰორტი გვირჩევს, რომ უარყოფითი ემოციებისგან გასათავისუფლებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზა ვარჯიშია. ფიზიკური აქტივობა დადებითი ენერგიებით აგავსებთ. გახსოვდეთ, რომ უნდა მოერიდოთ ისეთ ფიზიკურ აქტივობებს, რომლებშიც ბრაზია გამოხატული მაგალითად ყვირილი.

5. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მშვიდად - ვარჯიშისგან განსხვავებით ამ მეთოდის გამოყენება ნებისმიერ წუთს, თავად სამუშაო პროცესის პარალერურად თავისუფლად შეგიძლიათ. ამ მეთოდის გამოყენებისთვის საჭიროა რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვის შემდგომ დახუჭოთ თვალები და წარმოიდგინოთ თავი მშვიდ სიტუაციაში. სცადეთ ეს ტექნიკა და ნახავთ, თქვენი სხეული როგორ მოდუნდება; წარმოიდგინეთ, რომ იმ წუთას, როდესაც სტრესს განიცდით ინარჩუნებთ სიმშვიდესა და კონცენტრაციას.​

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება