სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის წარჩინებულმა მოსწავლეებმა ლეპტოპები მიიღეს
11-08-2022
-
+


რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მთავარი პრიორიტეტი განათლებული მოსწავლეების აღზრდაა.

პედაგოგებისა და ბეჯითი ბავშვების ერთიანი შრომის შედეგად, მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

საამაყო მოსწავლეებმა ჯილდოდ პორტაბელური კომპიუტერები მიიღეს.

„ანრი, მირზა, მარი აბულაძეებს, რატი ბოლქვაძეს, არმაზ, ლიზი თიკა და რატი მელაძეებს, ლიზა და ნიკა რიჟვაძეებს ვულოცავთ ამ დიდ საჩუქარს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ მილოცვაში.

ასე რომ, მოსწავლეები სექტემბერს ახალი ტექნიკით შეხვდებიან. დაჯილდოებას კი ემოციების გარეშე არ ჩაუვლია და მოსწავლეებმა სახალისო ფოტოებიც გადაიღეს, რომლებსაც კიდევ დიდხანს შეინახავენ საკუთარი წარმატებისა და მშობლიური სკოლის ნათელ მოგონებად.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება