სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„რა ფასი აქვს პედაგოგის სტატუსს - მასწავლებლის სახლის ბოსმა უარყოფითად შეაფასა ჩემი საქმიანობა“
11-08-2022
-
+


პედაგოგები, მასწავლებლობის მსურველები და სპეცმასწავლებლები საგამოცდო შედეგებს ელიან. სწორედ ამაზე დამოკიდებული, თუ რა სტატუსით შეხვდებიან ისინი ახალ - 2022-2023 სასწავლო წელს. თუმცა სასკოლო საზოგადეობაში დღემდე აქტუალურია რიტორიკული კითხვა - უნდა აბარებდნენ თუ არა მასწავლებლები გამოცდებს. მიხეილ ლაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

რა ფასი აქვს მასწავლებლის სტატუსს?

მოგესალმებით,

2018 წლის სექტემბრიდან, მუშაობა დავიწყე მოხალისე (უსტატუსო) მასწავლებლად მაღალმთიან სოფელში. სასწავლო წლის ბოლოს, ჩავაბარე საგნის გამოცდა, დავადასტურე საგნობრივი კომპეტენცია და მოვიპოვე 10 კრედიტი.

2019 წლის სასწავლო წლის დასაწყისში მაძიებლობის სტატუსის მოპოვება შეეძლო მათ ვინც:

სკოლაში მუშაობდა 2018-2019 სასწავლო წელს;

ვისაც დადასტურებული ჰქონდა საგნობრივი კომპეტენცია 10 კრედიტზე...

2019 წელს მოვიპოვე მაძიებლობის სტატუსი და, ელექტრონულ ფოსტაზე მოსული შეტყობინების შემდეგ, დავიწყე კურსის გავლა.

მოხდა ისე, რომ აკადემიური კურსი, მასწავლებლის სახლიდან, შემიფასდა დადებითად. ასევე, პრაქტიკული კურსი სკოლის დირექტორის მხრიდანაც შეფასდა დადებითად. თუმცა, საბოლოოდ, მასწავლებლის სახლის ბოსმა უარყოფითად შეაფასა ჩემ მიერ გაწეული საქმიანობა და არ მომანიჭა სტატუსი. მიზეზად კი დაასახელა, რომ 10 სავალდებულო გაკვეთილის ნაცვლად, უნდა ჩამეტარებინა 20 გაკვეთილი.

2021 წელს, ეს შეურაცხყოფა გავატარე და დავიწყე ალტერნატიული გზის ძებნა, რაც საბოლოოდ მომცემდა იმის საშუალებას რომ მიმეღო სტატუსი.

ამისთვის ორი გზა არსებობდა: ან სასამართლოში გასაჩივრება ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (60 კრედიტიანის) გავლა. მე მეორე გზა ავირჩიე. დავწერე ერთწლიანი უხელფასო შვებულება და აქტიურად ჩავერთე სწავლების პროცესში.

წელს დავამთავრე 60 კრედიტიანი პროგრამა. პროგრამა დავხურე უმაღლესი შეფასებებით. პედაგოგიური პრაქტიკის კურსიც შემიფასდა უმაღლეს ქულაზე. შესაბამისად, მომენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

ახლა, მოვითხოვე სტატუსის ასახვა, თუმცა, ამბობენ რომ სტატუსის ასახვას ამ გზით ვერ შევძლებ, რადგან მიმდინარე სასწავლო წელს არ ვასწავლიდი სკოლაში.

როგორ უნდა მესწავლებინა სკოლაში, როდესაც მაძიებლობის პროგრამის ვერგავლის შემთხვევაში, უფლება არ მქონდა, გამეგრძელებინა საქმიანობა. სხვა საკითხია მე რა გარანტიები მქონდა დავრჩენილიყავი სკოლაში მასწავლებლად.

ჩემთვის ყველაფერი გასაგები იყო მაშინაც, როდესაც მასწავლებლის სახლის ბოსმა, სამთვიანი პაუზის შემდეგ, საღამოს 10 საათზე რომ მამცნო (8 სექტემბერს, პერსონალური ინფორმაციის ხელყოფით), რატომ არ მომენიჭა სტატუსი და ახლაც რატომ არიან გონორზე.

თქვენთან მაქვს კითხვა, ძვირფასო კოლეგებო.

იქნებ მითხრათ, რა ღირს სტატუსი?“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება