სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეს თქვენი დამსახურებაა, მასწავლებლებო!“ - ინჩხურის საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური მიმართვა პედაგოგებს
05-08-2022
-
+


იოანე მინჩხის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლის პედაგოგები დირექტორის, შორენა ახვლედიანის ხელმძღვანელობით პროფესიულ წინსვლასა და კარიერაზე მუდამ ზრუნავენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლის 6 პედაგოგი, დირექტორის, შორენა ახვლედიანის ხელმძღვანელობით მასწავლებელთა რესპუბლიკურ კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობდა. მოგვიანებით კი, ქალბატონმა შორენამ აღნიშნულთან დაკავშირებით ემოციური წერილი გაავრცელა, სადაც თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის.

„ვის რა ახარებს და ვის - რა ... ახლახან ერთმა კოლეგამ მრავალმნიშვნელოვნად მკითხა - ხომ ვერ მეტყვი, ამ ბოლო დროს ყველაზე მეტად რამ გაგახარაო? მოუცლელობა მოვიმიზეზე, რადგან იმთავითვე გადავწყვიტე, პასუხი „ხმამაღალი“ ყოფილიყო. ახლა კი ყველას გასაგონად, მინდა, გულწრფელად ვუპასუხო მას, რამ გამახარა?! - ჩვენი სკოლის მასწავლებლების წარმატებებმა.

ჩვენი სკოლა, როგორც იცით, პატარა სკოლაა (140 მოსწავლე) და სწორედ ამ პატარა სოფლის სკოლიდან ექვსი მასწავლებლის გასვლა რესპუბლიკურ კონფერენციაზე დიდი წარმატება და სიხარულია. ამაზე მეტი გახარება, როგორც დირექტორს და მასწავლებელს, რა უნდა მდომოდა?!

ნათქვამია, ადამიანებს სიხარულისთვის პატარა ყოფნისო, თუმცა ეს გახარება პატარა არ ყოფილა, რადგან ლაპარაკია რესპუბლიკურ კონფერენციაზე.

ჩემო კოლეგებო! მე ამაყი ვარ თქვენით, თქვენ დიდი სიხარული მომანიჭეთ, ესენი არიან:

მათემატიკა და ისიც პირველი კლასი - მასწავლებელი ია გაგუა; ბუნება - ლალი ფაილოძე; ქიმია - მზიური წულაია; უცხო ენა - თეა საკანდელია; ფიზიკა - მაკა კვესელავა, რომლის ნამუშევარმაც კონფერენციაზე დიდი, მოწონება დაიმსახურა.

და მე, ლიდერობის მიმართულებით - შორენა ახვლედიანი (დირექტორი)

ასევე მინდა ხმამაღალი მადლობა გამოვუცხადო სკოლის საზოგადოებას, რომლებმაც მთელი წლის მანძილზე ნაყოფიერად იმუშავეს.

პრეზენტაციამ სასკოლო პროექტზე (ხელმძღვანელი დირექტორის მოადგილე - ლალი ფაილოძე) მე რომ წარვადგინე რესპუბლიკურ კონფერენციაზე, რომელიც იყო მასწავლებელთა გუნდური მუშაობის, სკოლის საზოგადოების თანაბარი ჩართულობის მაგალითი, დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს არ იყო ჩემი დამსახურება ეს თქვენი დამსახურებაა, მასწავლებლებო!

ქართულის მასწავლებლები - (ელისო ჯოჯუა, ლალი ხარებავა) და განსაკუთრებით კი - როზა კვანტალიანი; ისტორია - მიხეილ წულაია; ბიოლოგია - წამყვანი მასწავლებელი - თამარ ქაცარავა; გეოგრაფია - ლეილა ბაღიშვილი; ქიმია - მზიური წულაია; კომპიუტერული ტექნოლოგიები - ია ჟორდანია; უცხო ენა: - თეონა წულაია, თეა საკანდელია, ლალი კვესელავა, კეკელა კაკულია; მათემატიკა - წამყვანი მასწავლებელი - ნინო ბაჩილავა, ლელა ბაჩილავა; სპორტის მასწავლებელი - დათო გეგეჭკორი; მუსიკა- ნუნუ გეგეჭკორი; ხელოვნება - ხათუნა ჯანჯღავა; დაწყებითები - ინგა გალდავა, ია გაგუა, თამილა ხაჟომია; სპეცმასწავლებლები - საუკეთესოები, სვეტლანა ხარებავა და მარიამ გაბეშია.

მადლობა თქვენ, ყველას, პროდუქტიული მუშაობისათვის.

სკოლაში ვინც არ უნდა მოსულიყო, რა დროც არ უნდა ყოფილიყო, მე არ მქონდა შიში რაიმე უწესრიგობისა, რაც თქვენი დამსახურებაა, ფართის მენეჯერებო (დალი მიქავა, დარინა ზერაგია)! ასევე მადლობა დარაჯებს, (რაული ჭიჭაღუა, ანზორი ჭიჭაღუა), რომლებმაც ერთგულად იმსახურეთ მოსწავლეთა უსაფრთხო გარემოს დაცვის საკითხებში. და ბოლოს, თუ ინსტიტუციაში გუნდური მუშაობაა, საქმისადმი ერთგულებაა, დაუძლეველი არაფერია.

მომავალი წარმატებები თქვენ, მასწავლებლებო, მოსწავლეთა სწავლა-სწავლების საქმეში!“, - დირექტორის, შორენა ახვლედიანის წერილში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება