სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ვინც ვერ მიიღო ქართულში 60-დან 60-ვე ან ინგლისურში მინიმუმ 79 ქულა, ამის გამო უნდა ჩავაქვესკნელოთ და მორალურად გავანადგუროთ?!“
03-08-2022
-
+


ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება „ნაეკმა“ უკვე დაიწყო - ცნობილია ქართულის, მათემატიკის, უცხოური ენების, ფიზიკის, ქიმიის... ტესტები, სწორი პასუხები, შეფასების სქემები.... სოციალური ქსელი აბიტურიენტთა საგამოცდო მაჩვენებლებით „აფეთქდა“, მიდის მაღალი ქულების დატოლება, უმაღლესი შეფასებების ფრიალი... თუმცა აქვე პარალელური რეალობაც არსებობს, სადაც ნაკლებად მაღალქულიანი აბიტურიენტები საკუთარ გულისტკივილს ღიად აფიქსირებენ იმის  გამო, რომ რეპეტიტორები და მშობლები მათგან, თურმე, „მეტს ელოდნენ“... etaloni.ge აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობლის მოსაზრებას გთავაზობთ:

„ახლა იმას არ ჩავუღრმავდები, თუ როგორ იმოქმედებს ახალგაზრდების ფსიქიკაზე დედის, მამის, ბებიისა თუ სიძის ბიძაშვილის შეგონებები: კი მაგრამ რა დაემართა, რატომ ვერ მიიღო უმაღლესი შეფასება... რომ თურმე ტყუილად გადაყარეს ამდენი თანხები მომზადებაში  და კიდევ უამრავი „რომ“...

მე კი მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ როგორც აბიტურიენტის მშობელი, სწორედ მსგავსი შინაარსის პოსტებმა დამთრგუნა.

ნუ, ვერ მიიღო ქართულში 60-დან 60-ვე ან ინგლისურში მინიმუმ 79 ქულა, ამის გამო უნდა ვუსაყვედუროთ, ჩავაქვესკნელოთ, მორალურად გავანადგუროთ და ყველანაირი მოტივაცია დავუკარგოთ მათ, ვისთვისაც ცხოვრება ახლა იწყება?!

ჭკუას არავის ვარიგებ, ყველამ უკეთ იცის თავის საქმის, მაგრამ მგონი, ურიგო არ იქნება, ჩვენმა შვილებმა იცოდნენ, რომ მშობლები მათ გვერდით ვართ, ეროვნულებზე მიღებული ქულებისა თუ სხვა გადაცდომების მიუხედავად...

აქვე, მოდი, საკუთრი აბიტურიენტობაც გავიხსენოთ - არ მითხრათ ახლა, დავანგრიეთ იქაურობა და საუკეთესოთა შორის საუკეთესოები ვიყავითო!.. ბარემ ისიც გაიხსენეთ, საკუთრი მშობლებისგან მსგავსი საყვედურები თუ მოგისმენიათ...

მე, როგორც რიგითი აბიტურიენტის დედა, რომელსაც გაისად ასეთივე „ცხელი ზაფხული“ ელის - ყველას ვულოცავ, ვინც ზღვარი გადალახა - თქვენ ეს შეძელით და ძალიან მაგრები ხართ! ხოლო ვინც წლევანდელმა ეროვნულებმა ვერ გაახარა, ვეტყვი - ძალიან საინტერესო ერთი წელი გელით, უამრავი შესაძლებლობით,  მომავალ წელს კი მიზანს აუცილებლად მიაღწევთ!

და კიდევ - საერთოდ ავკრძალოთ ფრაზა - „მე შენგან მეტს ველოდი“!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება