სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რომელი ზოდიაქოს ნიშნის მატარებლები არიან საუკეთესო მასწავლებლები?
25-07-2022
-
+


ამბობენ, რომ კარგ მასწავლებელს ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ისინი მოსწავლეებს უკეთესობისა და საკუთარი თავის წარმოჩენისკენ უბიძგებენ. პედაგოგები ერთდროულად მშობლები, მეგობრები და ხშირად, საუკეთესო მრჩეველები არიან.

იცოდით, რომ ასტროლოგიას ბევრი რამის თქმა შეუძლია იმის შესახებ, თუ ვინ არის კარგი მასწავლებელი? არის რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც საუკეთესო მასწავლებლები არიან.

ვერძი

ვერძებს სწავლება უყვართ, რადგან მათთვის ბავშვების გვერდით ყოფნას ენერგია და მღელვარება მოაქვს. მათ ძალიან აინტერესებთ ის საგანი, რასაც ასწავლიან. ამიტომაც კლასის ჩართულობის გასაზრდელად ყოველდღიურად დაუღალავად შრომობენ. მოსწავლეებს მათთან ურთიერთობა და საინტერესო საკითხებზე საუბარი უპრობლემოდ შეუძლიათ. სწორედ ამიტომაც ისინი ხშირად მოსწავლეების ფავორიტები არიან.

კურო

კურო მასწავლებლები უკიდურესად მომთმენები არიან, ისინი თავიანთ მოსწავლეებს ყოველთვის საჭირო ყურადღებას აქცევენ. მუშაობენ იმისთვის, რომ სასწავლო გარემო გაამრავალფეროვნონ და კარიერულ განვითარებას არასოდეს წყვეტენ.

კირჩხიბი

თუ თქვენ კარგად იცნობთ კირჩხიბის ნიშანს, გეცოდინებათ, რომ მათ ძლიერი მშობლის ინსტინქტი აქვთ. ისინი თავიანთ მოსწავლეებზე ძალიან ზრუნავენ და ცდილობენ, რომ ყოველთვის გვერდით ედგნენ - არამხოლოდ განათლების საკითხებში, არამედ ზოგადადაც. ეს პედაგოგები მოსწავლეებზე ისე ზრუნავენ, როგორც საკუთარ შვილებზე. გარდა ამისა, კლასში მრავალფეროვნება უყვართ. მათ მიერ ჩატარებული გაკვეთილები მოსაწყენი არასოდეს იქნება.

ქალწული

ქალწულები პერფექციონისტები არიან, მათ თავიანთი ცოდნის სხვებისთვის გადაცემა სიამოვნებთ. ქალწულ მასწავლებლებს ცნებების ახსნა უყვართ. მათთვის მნიშვნელოვანია იმაში დარწმუნება, რომ თავიანთი სწავლების სტილი მოსაწყენი არ არის და მოსწავლეთა დაინტერესება შეძლეს. თავად პედაგოგები არასოდეს წყვეტენ სწავლას, შედეგად, მოსწავლეებსაც სწორედ ამ მაგალითს აძლევენ.

თხის რქა

თხის რქებს სწავლებისას ძალიან პრაქტიკული მიდგომა აქვთ. ისინი გაკვეთილებს კარგად გეგმავენ და შემდეგ გაწერილ დღისწესრიგს მიჰყვებიან. თხის რქა მასწავლებლებს კრეატიულობაც ახასიათებთ, თუმცა ამავდროულად, ზედმიწევნით მოწესრიგებულები არიან.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს

23 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას აღნიშნავს

რატომ ვერ დგინდება, რამდენს ხარჯავს სახელმწიფო განათლებაზე? - ხარვეზებზე აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება