სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ფილმები, რომლებიც ნამდვილ მასწავლებლებს მიუძღვნეს
31-07-2022
-
+


მასწავლებლის პროფესია, რომ ყველაზე რთული და დაუფასებელია ამაზე მთელი მსოფლიო თანხმდება. პედაგოგებს, ზოგჯერ იმდენად რთულ და სტრესულ გარემოში უწევთ მუშაობა, რომ მოსწავლეებთან გამკლავება ჩვეულებრივი მეთოდებით შეუძლებელიც კი ხდება და მათ ახალი მიდგომების მოძებნა უწევთ.

ხშირად, მოსწავლეებთან ახალი მეთოდებით მუშაობა კი სკოლის დირექციის უკმაყოფილებასაც იწვევს, რადგან ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ „ახალი ველოსიპედის“ გამოგონება აუცილებელი არ არის და მასწავლებელმა დადგენილი წესებითა თუ ჩარჩოებით უნდა იხელმძღვანელოს. არის კი ეს ნამდვილად ასე?

მსოფლიოში არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც სიახლეებს და სირთულეებს არ შეუშინდნენ. ახალ მეთოდებს და საკუთარ რწმენას მიჰყვნენ და მთელს მსოფლიოში პოპულარულები გახდნენ. დღეს, მათ მეთოდებს უამრავი მიმდევარი ჰყავს და რაც ერთ დროს შეუძლებელი ანდაც მიუღებელი ჩანდა ახლა, ყველასთვის მისაბაძია.

ამერიკულ ჰოლივუდს ასეთი მასწავლებლები ყურადღების მიღმა არ დარჩენია და ზოგიერთს ჩვენთვის საყვარელი ფილმები მიუძღვნეს.

1. საშიში გონება - dangerous minds



ფილმი - საშიში გონება, იგივე dangerous minds დაფუძნებულია მასწავლებლის, ლუენ ჯონსონის მემუარების, „ჩემი პოსე საშინაო დავალებას არ აკეთებს“. ლუენ ჯონსონი ამერიკელი მასწავლებელი და მწერალი გახლავთ. მისმა მონათხრობმა, რომელშიც საკუთარი გამოცდილებაა აღწერილი ჰოლივუდის ყურადღება მაშინვე მიიპყრო და მიშელ პაიფერის მონაწილეობით მალევე ცნობილი ფილმი გადაიღეს. 

ლუენი კარლმონტის საშუალო სკოლაში, კალიფორნიაში სტაჟიორად მუშაობდა. მისი მემუარები, რომელზეც ფილმი გადაიღეს მისსავე გამოცდილებას ეფუძნებოდა, როდესაც რისკის ქვეშ მყოფ მოზარდებს კარლმონტ ჰაიში 4 წლის განმავლობაში შემოქმედებით წერას ასწავლიდა.

2. რონ კლარკის ისტორია (ასევე ცნობილი, როგორც „ტრიუმფი“)



ფილმი რეალურ მასწავლებელზე, რონ კლარკის მოღვაწეობაზეა დაფუძნებული, რომელიც იდეალისტი პედაგოგის შესახებ მაყურებელს საინტერესოდ მოუთხრობს. რონი, რომელიც პატარა ქალაქიდან ნიუ-იორკში გადადის და მოსწავლეებთან პრობლემები ექმნება უნიკალური მეთოდების წყალობით სულ მალე ბავშვების საყვარელ მასწავლებლად იქცევა. ეს ფილმი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ თუკი პედაგოგს საკუთარი საქმე უყვარს და ბავშვები, მისთვის გადაულახავი დაბრკოლება არ არსებობს. რონ კლარკის როლს კი ცნობილი ამერიკელი მსახიობი - მეთიუ პერი ასრულებს.

3. მარვა კოლინზის ისტორია - The Marva Collins Story



ფილმი 1981 წელს გამოვიდა და ასახავს ჩიკაგოში მცხოვრები აფროამერიკელი მასწავლებლის, მარვა კოლინზის ცხოვრებას. რეალური კოლინზი ორი წლის განმავლობაში ალაბამის ერთ-ერთ სკოლაში ასწავლიდა, 1959 წლს კი ჩიკაგოში გადავიდა სადაც 14 წლის განმავლობაში პედაგოგი იყო. მის სახელს კი პირველი კერძო სკოლის შექმნაც უკავშირდება. მისაბაძი პედაგოგის შესახებ ფილმი გადაიღეს, სადაც მარვას მეუღლის როლს მორგან ფრიმანი ასრულებს.

4. თავისუფლების მწერლები - The Freedom Writers



ჰილარი სვონკის მონაწილეობით ეს ფილმი ალბათ ბევრი თქვენგანისთვის არამხოლოდ ნაცნობი, არამედ საყვარელიც არის. „თავისუფლების მწერლები“ ერინ გრუნველისა და მისი მოსწავლეების ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. ერინი ამერიკელი მასწავლებელი გახლავთ, რომელიც მსოფლიოში მისი უნიკალური სწავლების მეთოდების წყალობით გახდა ცნობილი. მის სახელს უკავშირდება „თავისუფლების მწერლების დღიურის“ გამოქვეყნება, რომელშიც მოსწავლეების მონათხრობია ასახული. 2007 წელს კი პედაგოგის შესახებ ფილმიც გამოვიდა, რომელიც მთელს მსოფლიოში მასწავლებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა.

კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აპლიკანტთა შერჩევა დაიწყო და 22 ივნისს დასრულდება - დეტალები

მხედველობის სათვალის გამოცდაზე შესატანად ნებართვა გჭირდებათ? - რა ნივთების შეტანაა აკრძალული გამოცდაზე

ეს მოსწავლეები „არების“ გამო გამოცდებს არ ჩააბარებენ - ვის ეხება გამონაკლისი

სკოლის დირექტორთა უფლებები და ვალდებულებები მოსწავლე-მასწავლებელთა წინაშე - ის, რაც ყველა ლიდერმა უნდა იცოდეს

„მშობლებმა თავად გადაწყვიტეს ექსკურსიაზე წასვლა... ჩემი არანაირი ნებართვა არ არსებობს...“

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა

ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა

სკოლის დირექცია მუდმივად უწყობს ხელს პედაგოგების პროფესიულ ზრდას და  მოსწავლეების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება