სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

გემრიელი კონსერვების მარტივი რეცეპტები მასწავლებლებისთვის
09-08-2022
-
+


დამღლელი სასწავლო წლის შემდგომ მასწავლებლებს საოჯახო საქმიანობისთვის უფრო მეტი თავისუფალი დრო უჩნდებათ. ზაფხული ოჯახსა და სამზარეულოში ფუსფუსის დროა, რათა შემოდგომა-ზამთრისთვის საყვარელი კერძები დაიმარაგონ.

etaloni.ge სპეციალურად მასწავლებლებისთვის წარმოგიდგენთ რამოდენიმე მარტივ და ძალიან გემრიელ საზამთრო „კონსერვს“, რომლებსაც ბევრი დრო და წვალება არ ესაჭიროებათ.

1. სტაფილო ტომატში და წითელ ბულგურულთან ერთად



ამ კონსერვის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • შაქარი - 1 სკ.
  • მარილი - 3 სკ.
  • შავი წიწაკის მარცვლები - 10 ცალი
  • ოხრახუში - 100 გრ.
  • მცენარეული ზეთი - 300 მლ
  • ტომატის პასტა - 7 სკ.
  • ხახვი - 1 კგ.
  • წითელი ბულგარული წიწაკა - 1 კგ.
  • სტაფილო - 3 კგ.
მომზადების წესი:

ქვაბში მოთუშეთ ხახვი ზეთში, როდესაც შეიცვლის შეფერილობას, დაამატეთ წვრილად დაჭრილი სტაფილო, კარგად მოურიეთ.

დაიწყეთ სოუსის მომზადება: ჩაასხით 3 ჭიქა წყალი ჯამში, გააზავეთ ტომატის პასტა და დაამატეთ 1 ჩკ შაქარი.
მზა სოუსი დაამატეთ სტაფილოს. ხარშეთ 25 წუთით. გადაიტანეთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა ქვაბში, 5 წუთის შემდეგ, დაამატეთ მწვანილი და წიწაკის მარცვლები.

როდესაც კარგად წამოდუღდება ყველა ინგრედიენტი, მოაყარეთ 2 სკ მარილი და დაელოდეთ 5 წუთით.მასა გადაანაწილეთ ქილებში. დააფარეთ თავსახური.

ჩაასხით ქვაბში წყალი, მოათავსეთ ნაჭერი და ჩააწყვეთ ქილები. დაგჭირდებათ 25–30 წუთი, როდესაც წყალი კარგად ადუღდება, გადმოდგით ქილები და მოხუფეთ.

2. წიწაკა ზეთში



დაგჭირდებათ:

  • შავი წიწაკა - 10 მარცვალი
  • დაფნა - 5 ფოთოლი
  • ნიორი - 300 გრ.
  • ოხრახუში - 1 კონა
  • ნიახური - 2 კონა
  • მარილი, შაქარი, ძმარი, ზეთი და წიწაკა.
მომზადების წესი:

გასუფთავებულ ტკბილ წიწაკებს მოვაჭრათ ყუნწი და ჩავჭრათ მაკრატლით წვერები.

გავრეცხოთ მწვანილი, შევამშრალოთ და დავჭრათ წვრილად ნიორთან ერთად.

ქვაბში ჩავასხათ ძმარი, ზეთი, ჩავყაროთ მარილი, შაქარი, დაფნის ფოთოლი, შავი წიწაკის მარცვლები, მოვურიოთ კარგად და ავადუღოთ. ამ მასაში ნაწილ-ნაწილ მოვშუშოთ წიწაკები 5-10 წუთი. ბოლოს ჩავყაროთ წიწაკები, დაჭრილი მწვანილი და ნიორი ერთად იგივე ზეთიან ქვაბში, კარგად ამოვურიოთ, წამოვადუღოთ, ჩავაწყოთ მინის ქილებში მჭიდროდ და მოვხუფოთ.

3. მარტივი და გემრიელი კონსერვი



დაგჭირდებათ:

  • ნიახური - 1 კონა
  • შაქარი - 100 გრ.
  • ძმარი - 200 გრ.
  • ზეთი - 200 გრ
  • წითელი ცხარე წიწაკა გემოვნებით
  • ნიორი - 2 თავი
  • ხახვი - 1 კგ.
  • სტაფილო - 1 კგ.
  • ბულგარული წიწაკა - 2 კგ.
მომზადების წესი:

დაჭერით ყველა ინგრედიენტი, აურიეთ ერთმანეთში და ცოტა ხნით დააყოვნეთ. დაამატეთ დაფქული ასპირინი, ჩაყარეთ ქილებში. დაასხით თავისივე წვენი და გაასტერილეთ 10 -15 წუთის განმავლობაში.

4. მწვანე ლობიოს კონსერვი



დაგჭირდებათ:

  • მწვანე ლობიო - 10 კგ.
  • წითელი ბულგარული წიწაკა - 3 კგ.
  • სტაფილო - 2 კგ.
  • ხახვი - 2 კგ.
  • ნიორი - 350 გ.
  • მწარე წიწაკა, წითელი - 500 გ.
  • პამიდორი - 5 კგ.
  • ნიახური - 300 გ.
  • ქინძი - 300 გ.
  • ოხრახუში - 300 გ.
  • ზეთი - 2 ლ.
  • მარილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი - გემოვნებით
მომზადების წესი:

ბოსტნეული დავჭრათ სასურველ ზომებად და ცალ-ცალკე მოვშუშოთ ზეთში (ხახვი, ბულგარული და სტაფილო). ლობიო დავამტვრიოთ და ცალკე მოვხარშოთ. პომიდორი გავატაროთ. წამოდუღდების შემდეგ, დავამატოთ გატარებული ნიორი და წიწაკა და ერთად ვადუღოთ.

ყველაფერი ცალ-ცალკე რომ მოიშუშება და მოიხარშება, გავაერთიანოთ, დავამატოთ დაჭრილი მწვანილი, სუნელები, მარილი გემოვნებით და კიდევ რამდენიმე წუთი ვშუშოთ. შემდეგ მდუღარე მოვათავსოთ გასტერილებულ ქილებში და მოვხუფოთ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„გპირდებით, სასწავლო პროცესი იქნება კიდევ უფრო საინტერესო, სახალისო და სასარგებლო“

სკოლის ეზო მხიარულებით და მოსწავლეთა გაბრწყინებული სახეებით აივსო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება