სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რას ამბობს შენი ზოდიაქოს ნიშანი შენზე, როგორც მასწავლებელზე?
07-08-2022
-
+


ადამიანების ნაწილს სჯერა, რომ ზოდიაქო მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ოდესმე გიფიქრიათ, როგორ შეესაბამება თქვენი, როგორც მასწავლებლის პიროვნება თქვენი ზოდიაქოს ნიშანს?

ვერძი მასწავლებელი (21 მარტი-19 აპრილი)

ვერძები მოსწავლეების, პედაგოგებისა თუ სკოლის თანამშრომლების მხრიდან ყოველთვის პატივისცემას იმსახურებენ. თუ სადმე უსამართლობას ხედავენ, ყველანაირად ცდილობენ, რომ შეაჩერონ და ვითარება გამოასწორონ. მათ მოსწავლეები და სწავლება ძალიან უყვართ.

კუროს მასწავლებელი (21 აპრილი - 20 მაისი)

კურო მასწავლებლები სანდოები და პროგნოზირებადები არიან. მათთვის იმის შეხსენება, რომ მოვალეობა უნდა შეასრულონ, ან რაიმე პასუხისმგებლობა აკისრიათ, არასოდეს მოგიწევთ. თუ მისი მოსწავლეები რაიმე საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან, კურო მასწავლებელი ის პიროვნება იქნება, რომელიც მათ კბილებით დაიცავს.

ტყუპები მასწავლებელი (21 მაისი - 20 ივნისი)

ტყუპების კლასი მოწყენილი და მშვიდი არასდროსაა. მათ აქვთ სწავლების განუმეორებელი ხიბლი. თავიანთი ბუნება კი ხელს უწყობთ, რომ ძალიან მხიარული ადამიანიდან, მაშინვე საუკეთესო მრჩევლად იქცნენ. ეს მათი უნიკალური თვისებაა.

კირჩხიბი მასწავლებელი (21 ივნისი - 20 ივლისი)

სასწავლო პროცესი მუდამ ცვალებადია. ცვლილებებთან გამკლავება კი თავადაც მუდმივად ცვალებად კირჩხიბებზე უკეთ არავინ იცის. მათ შეუძლიათ თავგადასავლებში გამოგზაურონ და ამავდროულად, მშვიდ ნავსაყუდელშიც მიგიყვანონ. კირჩხიბების არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ყველა პრობლემის მოგვარებაში შეიძლება დაგეხმაროთ, ეს მის კლასს ყველაზე ბედნიერ თავშესაფრად აქცევს.

ლომი მასწავლებელი (21 ივლისი - 22 აგვისტო)

ლომებს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ, რაც მათ ისეთ მასწავლებლად აქცევს, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. ისინი მოსწავლეებს მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრებათ. ლომ პედაგოგებს უსაზღვრო ენერგია აქვთ, თანდაყოლილი ქარიზმის წყალობით კი ნებისმიერ სიტუაციაში ლიდერები არია, რაც სწავლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.

ქალწული მასწავლებელი (23 აგვისტო-22 სექტემბერი)

დეტალებზე ორიენტირებული, ანალიტიკური და პრაქტიკული - ასეთია ქალწული მასწავლებელი. მისი კლასი კარგად არის ორგანიზებული. ის წესებს ზედმიწევნით იცავს. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული მასწავლებლის მოსწავლეები დეტალებზე ორიენტირებულები არიან.

სასწორი მასწავლებელი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)

ისინი, როგორც წესი, კეთილი მასწავლებლები არიან, რომლებიც გარშემომყოფებს ეხმარებიან, რათა თავი ბედნიერად და დაცულად იგრძნონ. ისინი ყოველთვის წონასწორობასა და ჰარმონიას ეძებენ. სასწორ მასწავლებლებს შეიძლება მოსწავლისთვის რაიმეზე უარის თქმა გაუჭირდეს, ეს მათთვის სტრესულია. ისინი ძალიან სამართლიანები არიან და მათი კლასიც ამ პრინციპით ხელმძღვანელობს.

მორიელი მასწავლებელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)

მორიელი თავისი დაუნდობლობითა და ძლიერი ინტუიციითაა ცნობილი. მოსწავლეებს თქვენი ქარიზმა და „შავი“ იუმორის გრძნობა ძალიან ხიბლავთ. მორიელები ხშირად, მხიარული მასწავლებლები არიან, რის გამოც შეიძლება, რომ იმედგაცრუებულები აღმოჩნდნენ. ამის მიზეზი კი მოსწავლეების მხრიდან კეთილგანწყობით სარგებლობაა.  

მშვილდოსანი მასწავლებელი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ოპტიმისტი და ინტელექტუალი მშვილდოსანი მასწავლებლები ყოველ დღეს გადამდები ენთუზიაზმით ხვდებიან. მოსწავლეებს სურთ, რომ მისგან ბევრი რამ ისწავლონ. მშვილდოსნის თავგადასავლების სიყვარული კლასს სრულყოფილს ხდის, რადგან მოსწავლეებისთვის ყველა დღე განსხვავებული თავგადასავალია.

თხის რქა მასწავლებელი (22 დეკემბერი - 19 იანვარი)

თქვენი ამბიცია და მონდომება მოსწავლეებისთვის მისაბაძ მაგალითად გაქცევთ. თქვენ მონდომებულები და შრომისმოყვარეები ხართ. ამ თვისებების გამო კი მოსწავლეების სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებთ. გარდა ამისა, თქვენი მადლიერი სკოლის ადმინისტრაციაცაა.

მერწყული მასწავლებელი (20 იანვარი - 18 თებერვალი)

ეს ზოდიაქოს ყველაზე დამოუკიდებელი ნიშანია. მერწყული მასწავლებლები თავიანთ მოსწავლეებს შთააგონებენ. ისინი კლასში განათლების მნიშვნელობას ხაზს უსვამენ, რითაც მოსწავლეთა მეტად მოტივირებას იწვევენ. მერწყულის ორიგინალურობა და და დამოკიდებულებები მოსწავლეებს სტიმულს აძლევს.

თევზები მასწავლებელი  (19 თებერვალი - 20 მარტი)

თანამგრძნობი და ნაზი - სწორედ ასეთია თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული მასწავლებელი. ისინი მოსწავლეების მიმართ ძალიან გულისხმიერები არიან. სწავლების მეთოდიც უფრო შემოქმედებითი აქვთ. ისინი მოსწავლეთა საჭიროებებს სწორად აფასებენ, რის გამოც სასურველ შედეგზე გასვლა არ უჭირთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

„გისურვებთ, რომ თქვენი მოთმინება და სიყვარული ყოველთვის გიბრუნდებოდეთ უდიდესი წარმატებითა და ბედნიერებით“

სპორტის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა 5 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო  შეეფარდა - პროკურატურა საქმის დეტალებზე საუბრობს

სემესტრულად 250-ლარიანი სტიპენდია გაიცემა - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება