სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მთელი გაკვეთილის განმავლობაში მონოტონური საუბარი მოსაწყენ მასწავლებელად გაქცევთ - უაღრესად მოსაწყენი მასწავლებლების 6 ჩვევა
08-01-2023
-
+


არც ერთ მასწავლებელს არ უნდა, რომ თავისი გაკვეთილი მოსაბეზრებელი იყოს, ანდა მოსწავლეები მას მოსაწყენად თვლიდნენ. იმისთვის, რომ სწავლების პროცესი სახალისო და მრავალფეროვანი იყოს, პედაგოგები ბევრს მუშაობენ, თუმცა მაინც - გამონაკლისები არსებობს.

გთავაზობთ, უცხოლი ექსპერტების მიერ გაწერილი ჩვევების ჩამონათვალს, რომლებიც მოსაწყენ მასწავლებელს აქვს. ეს ინფორმაცია თქვენ საკუთარი თავის ამოცნობასა და კლასის ყურადღების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

მთელი გაკვეთილის განმავლობაში მონოტონური ხმით საუბარი მოსაწყენ მასწავლებელად გაქცევთ

უაღრესად მოსაწყენი მასწავლებლების პირველი ჩვევა მუდმივად ერთი და იმავე ხმის ტემბრით საუბარია. თუ თქვენი ხმა და ინტონაცია ნებისმიერ თემაზე საუბრისას ერთნაირია, მოსწავლეები ნამდვილად მოიწყენენ. იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის საინტერესო იყოთ და თქვენი ახსნილი მასალაც მოისმინონ, აუცილებელი, რომ ინფორმაცია შესაბამისად მიაწოდოთ.

გაკვეთილების განმავლობაში მხოლოდ ამოცანებისა და ტესტების შესრულება მოსწავლეებისთვის მოსაწყენია

ძალიან მოსაწყენი მასწავლებლების მეორე ჩვევა ბევრი სამუშაო ფურცლის მიცემაა. სამუშაო ფურცლები ცნობისმოყვარეობას არ აღძრავს. საჭიროა, რომ ტესტებისა და ამოცანების შესრულების სიხშირე დაარეგულიროთ.

თუ კლასის რუტინას არ ცვლით, მოსწავლეები მოიწყენენ

იმისთვის, რომ თქვენი გაკვეთილები საინტერესო იყოს, ზოგჯერ გეგმას გადაუხვიეთ ხოლმე, მოსწავლეებს სიახლეები შესთავაზეთ. არ არის აუცილებელი ყოველ ჯერზე გაწერილი სტრუქტურით იხელმძღვანელოთ. კლასი ბევრ აქტივობაში ჩართეთ, სხვადასხვა თემის განხილვისა და საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება მიეცით. აუცილებელი არაა, რომ რუტინა თავიდან ბოლომდე შეცვალოთ.

თუ პედაგოგი ყოველთვის სერიოზულია, მოსაწყენი ხდება

სასწავლო პროცესში, ფაქტობრივად, აუცილებელი კომპონენტია, რომ მასწავლებელს მოსწავლეებთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარება შეეძლოს. ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის მხიარულებას არ ნიშნავს, თუმცა ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუ ყოველთვის სერიოზული იქნებით, კლასის ყურადღების შენარჩუნება გაგიჭირდებათ. ამიტომაც, ზოგჯერ, თავსა და მოსწავლეებს მხიარულების საშუალება მიეცით. მითია, რომ თუ შენს მოსწავლეებთან ერთად იცინი, ისინი ცუდად მოიქცევიან ან პატივს რა გცემენ.

მასწავლებლები, რომლებმაც კლასის გარეთ არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია არ იციან, მოსაწყენები არიან

რაც არ უნდა კარგი მასწავლებელი და საკუთარი საქმის პროფესიონალი იყოთ, თუ არ იცით გარესამყაროში რა ხდება, მოსაწყენი ხდებით. თქვენ მიმდინარე მოვლენებს ფეხი უნდა აუწყოთ, რათა მოსწავლეებთან საუბარი და მათი გაგება შეგეძლოთ. სხვანაირად მოსწავლეებს თქვენთან სალაპარაკო თემა არ ექნებათ.

კლასში მოწყენილობას მოსწავლეებთან კონტაქტის არქონა იწვევს

უაღრესად მოსაწყენი მასწავლებლების ბოლო, მაგრამ ყველაზე დიდი ჩვევა არის ის, რომ მოსწავლეების გაგებას ვერ ახერხებენ. არ ცდილობენ, რომ მათი ინტერესებისა და მისწრაფებების შესახებ მეტი გაიგონ. ზოგიერთ პედაგოგს ავიწყდება, რომ მოსწავლეები  ის მასალა არ არიან, რომლის გამოსწორებაც ევალებათ. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და უნდათ, მათი გრძნობები და ინტერესები სხვებმაც გაითვალისწინონ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება