სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ზესტაფონში ინტელექტ-შეჯიბრის ''ეტალონის'' შესარჩევი ტური ჩატარდა
01-11-2016
-
+


ზესტაფონში ინტელექტ-შეჯიბრის ''ეტალონის'' შესარჩევი ტური ჩატარდა.

''ეტალონის'' პირველ ტურის ორგანიზებაში გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, სკოლის წარმომადგენლებთან ერთად, იყო ჩართული.  

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონის, ყველა სკოლის ინფორმირება წინასწარ მოხდა.

ტესტირება ყველა სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტების და ინსტრუქციის შესაბამისად მოხდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებისთვის ტესტები ცალ-ცალკე იყო შერჩეული.   

მოსწავლეების ნამუშევრები სკოლის მიერ შერჩეულმა პირებმა გაასწორეს. "ეტალონის" ჯგუფი კი მათთგან გამოავლენს ყველაზე მაღალქულაინ მოსწავლეებს, რომლებიც მომდევნო ტურში მიიღებენ მონაწილეობას.

შესარჩევ ტურთან დაკავშირებით "Etaloni.ge"-სთან საუბრისას კლდეეთის სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი შორენა გელაშვილი აღნიშნავს, რომ  ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილე ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ:

„ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა, ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ყველაფერმა ობიექტურად ჩაიარა. გამსწორებლები ვიყავით, მე, სასწავლო ნაწილი და ასევე დირექტორი. იმდენად საინტერსო კითხვები იყო, ჩვენ მასწავლებლებიც ძალიან დავინტერესდით. კონკურსი თავად არაჩვეულებრივია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ‘’ეტალონის შემოქმედებით ჯგუფს, ასეთი კონკურსისთვის.“ 

„ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფი მადლობას უხდის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს და სკოლის წარმომადგენლებს ინტელექტ-შეჯიბრში აქტიური ჩართულობისთვის.

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს"ეტალონ მოსწავლეებს".         

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება