სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

პროგრამის მიზანია ბაღის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება - ბრძანება
15-07-2022
-
+


თბილისის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტია. როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, გულისხმობს: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელებას, სტანდარტების შესაბამის სააღმზრდელო პროგრამა/ მეთოდოლოგის დახვეწას, სტანდარტების შესაბამის კვებით უზრუნველყოფას, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებას, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალურ გამტარუნარიანობას, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შშმ პირებზე ადაპტირებას და სხვ.

პროგრამის ფარგლებში მოხდება ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა, არსებულის რეაბილიტაცია, კაპიტალური შეკეთება, სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.

„ქვეპროგრამის მიზანია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომელშიც იგულისხმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობა (სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა არსებული მოთხოვნის რაოდენობის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის: ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა, არსებულ ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო ჯგუფების მოწყობა). ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება და სხვა ღონისძიებები“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება