სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქეშალოს საჯარო სკოლა მოსწავლეთა კეთილდღეობის სადარაჯოზე - დირექტორი აბიტურიენტებსა და მასწავლებლებს წარმატებას უსურვებს
29-06-2022
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის, ქეშალოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დასრულდა და მოსწავლეების ნაწილი, სექტემბრიდან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში განაგრძობს სწავლას იქიდან გამომდინარე, რომ მათი მშობლიური სკოლა საბაზო გახლავთ.

ამჟამად ქეშალოს სკოლა 621 მოსწავლეს აერთიანებს და როგორც ხელმძღვანელი, რამინ გაჯიხალილოვი Etaloni.ge-სთან აცხადებს, ადგილობრივი პედაგოგები თავს არ ზოგავენ, რათა ბავშვებს მისცენ საფუძვლიანი განათლება.

აქვე შეუძლებელია არ აღინიშნოს ისიც, რომ ქეშალოს საჯარო სკოლაში უდიდესი ყურადღება ეთმობა სახელმწიფო ენის სწავლებას - სასკოლო საზოგადოების თითეული წევრი ზედმიწევნით აცნობიერებს, რომ ეს მომავალი წარმატების საწინდარი გახლავთ.

დღეს ქეშალოს საჯარო სკოლაში უჩვეულო სიმშვიდეა, ისეთი, როგორიც არდადეგების პერიოდში ისადგურებს ხოლმე ცოდნის ტაძარში, თუმცა ბატონი რამინი ამბობს, რომ დასვენების პერიოდს მაქსიმალურად გამოიყენებენ, რათა 2022-2023 სასწავლო წელს სრულად მომზადებულები დახვდნენ უსაყვარლეს მოსწავლეებს.

დირექტორი პირველკლასელთათვის ჭადრაკის სწავლების გადაწყვეტილებასაც ეხმაურება - დადებითად აფასებს, ხოლო იმ პედაგოგებსა და აბიტურიენტებს, რომლეთათვისაც ეს ზაფხული გამოცდების გამო განსაკუთრებით ცხელია, წარმატებებს უსურვებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა „მხიარული სტარტები“ და „მუსიკალური თამაშები“

ხორენიის საჯარო სკოლაში მიესალმებიან ინიციატივას

მოსწავლეებმა თავდაპირველად დაამუშავეს რთველთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგი

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება