სიახლეები
ეტალონი

„ეტალონმა“ დიდი მოტივაცია მომცა იმისთვის, რომ მეტი ვისწავლო“- სამტრედიის ეტალონი მოსწავლე ცნობილია
27-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

24 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ სამტრედიის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „სამტრედიის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული სამტრედიის N2 საჯარო სკოლა IX კლასის მოსწავლე ნინო დავითაიამ მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა სამტრედიელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა. 

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ამავე სამსახურის წარმომადგენელი,სამტრედიის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, „სამტრედიის ეტალონი მოსწავლე“, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლეები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები საუბრობენ.

დავით ბახტაძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონთან“ სამტრედიის მუნიციპალიტეტი თანამშრომლობს, რადგან დაინტერესებულები ვართ მომავალი თაობის ცოდნის დონე ამაღლებული იყოს. შესაძლებლობის ფარგლებში პროექტში აქტიურად ვართ ჩართულები. ვფიქრობ, განათლების ხარისხის ამაღლება ახალგაზრდებში მნიშვნელოვანია პირველ რიგში მათთვის და ასევე, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. პროექტში მუნიციპალიტეტის ჩართულობა შესაძლებლობების ფარგლებში მომდევნო პერიოდშიც იქნება, რადგან ცოდნის ხარისხის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია.

ნატალია მანჯგალაძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ ჩვენი მუნიციპალიტეტი მხარს უჭერს. პროექტს მივესალმებით, რადგან იგი განათლების კუთხით ბავშვების უნარების წარმოჩენას ემსახურება. მოსწავლეებისთვის პროექტი ცოდნის, თავდაჯერებულობისა და პრინციპების შემუშავებისათვის აუცილებელიც არის. „ეტალონი“ ბავშვების ცოდნის შემოწმების საშუალებაა. ისინი საკუთარ თავს ცდიან.

გურანდა გურგენიძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩვენს მუნიციპალიტეტში დიდი ხანია რაც ტარდება და წლებია პროექტთან ვთანამშრომლობთ. ახლა, კონკურსი ონლაინ რეჟიმში წარიმართა და აქტიურობა დიდი იყო. პროექტი მოზარდი თაობის ინტელექტუალური შესაძლებლობების წარმოჩენას, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენასა და ხელშეწყობას ემსახურება. მოსწავლეების ინტერესებს ვითვალისწინებთ, რადგან ბავშვები კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულები არიან, რაც მათი რეგისტრაციიდანაც ცხადია. I ეტაპზე თითქმის 195 მოსწავლე იყო რეგისტრირებული. „ეტალონის“ მეშვეობით ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა, მათი წახალისება და განათლების მიმართ მოტივაცია ხდება.

თინათინ ხარძიანი, სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“, რომელსაც თავად ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი უდგას სათავეში ნამდვილად მისასალმებელი პროექტია, რადგან მსგავსი ტიპის კონკურსის მიმდინარეობა მოსწავლეთა განვითარების კუთხით მნიშვნელოვანია. „ეტალონი“ ჩვენს მოსწავლეებს უფრო მეტ მოტივაციას აძლევს, შედეგზე ორიენტირებულები ხდებიან, რათა კიდევ უფრო მეტი იმუშაონ. ჩვენს მუნიციპალიტეტს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან არაერთი გამარჯვებული ჰყავს, წელს კი „სამტრედიის ეტალონი მოსწავლე“ სამტრედიის N2 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი ნინო დავითაია გახდა. იმედს ვიტოვებ, ნინიკო პროექტში კიდევ მეტ წარმატებას მიაღწევს. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ მხარდაჭერას ვუცხადებ, რადგან „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის არაერთ სასიამოვნო და საინტერესო პროექტზე მუშაობს.

ნინო დავითაია - „სამტრედიის ეტალონი მოსწავლე“, სამტრედიის N2 საჯარო სკოლა:

კონკურსში აქამდე მონაწილეობა არასოდეს მიმიღია და ამ წარმატებას არ ველოდი. ჩემთვის - „სამტრედიის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი ძალიან ბევრს ნიშნავს, პირველ რიგში იმიტომ რომ პირველივე ცდაზე I ადგილი ავიღე და ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია. ამ წარმატებაში როგორც სკოლაში მიღებულ ცოდნას მიუძღვის დიდი წვლილი ასევე, სკოლაში ცალკე მოსამზადებელი კლუბი გვაქვს, სადაც საკმაოდ ბევრს ვმუშაობთ ბავშვები. „ეტალონის“ პროექტში ჩვენმა სკოლამ ძალიან კარგი შედეგი დადო, რაც ძალიან მახარებს.

ნიკოლოზ მშვიდობაძე, მეორე ადგილის მფლობელი, სამტრედიის N2 საჯარო სკოლა:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“, ჩემს ამ წარმატებას ველოდი, რადგან ცოტა არ მიმეცადინია. ძალიან გამიხარდა ეს მიღწევა და „ეტალონმა“ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. პროექტში მონაწილეობა ცოდნის შეძენასთან ერთად ასევე იმ მხრივ იყო კარგი, რომ დაძაბულობა, რაც კონკურსებს ახლავს თან მომეხსნა. ჩემს თანატოლებს ყველას ვურჩევ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად ჩაერთონ.

თეა კარტოზია,  სამტრედიის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი მოსწავლეების ამ დიდი წარმატებით უზომოდ გახარებულები ვართ. წინა წლებშიც გვქონდა ამ სიხარულის გამოცდილება, რადგან ჩვენი კიდევ ერთი მოსწავლე თამთა კეკელიძე იყო „სამტრედიის ეტალონი მოსწავლე“ თუმცა წელს, ორი ბავშვის მოწინავე ადგილებზე ყოფნით აღფრთოვანებულები ვართ, იმდენად გაგვიხარდა, რომ ცრემლებამდე მივედით ყველა. ეს უზარმაზარი სიხარულია. ჩვენი სკოლა კონკურსებში სისტემატურად მონაწილეობს. ბავშვებს დაწყებითი კლასებიდანვე ვუნერგავთ ამ ფორმატით მუშაობას. ჩვენი ორი მოსწავლის I, II ადგილებზე ყოფნა იმაზე მეტყველებს, რომ სწავლის ხარისხი მაღალ დონეზეა ჩვენს სკოლაში. საუკეთესო მასწავლებლები გვყავს, რომლებიც ბავშვებთან ყველა კუთხით მუშაობენ. ყოველთვის ვამბობ, რომ ბავშვების კონკურსში ჩართვა აუცილებელია, რადგან ეს მათ უზარმაზარ გამოცდილებას აძლევს. „ეტალონის“ ერთ-ერთი დამახასიათებელი გონებრივი სისწრაფეა. თუ ბავშვი სხარტ აზროვნებას ეჩვევა მაშინ ყოველთვის საუკეთესო შედეგს აღწევს. ეს ორი ბავშვი კი სხარტი აზროვნებით გამოირჩევა, ამიტომაც გავედით ამ შედეგზე. საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ ვგულშემატკივრობთ. მახსოვს, ადრე ათეულშიც ვერ მოვხვდით, მაგრამ შემდეგ სერიოზულად ვიმუშავეთ და შედეგიც მივიღებს. მინდა „ეტალონს“ მადლობა გადავუხადო. იმედია, ჩვენი სკოლა ასეთი წარმატებებით ხშირად გაიხარებს.

ვიოლეტა ვეკუა,  სამტრედიის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ 2018 წლიდან ვმონაწილეობთ. პირველად ათეულში ვერ მოვხვდით. იმდენად გულდაწყვეტილი ვიყავი, რომ მთლიანად გადავერთე ჩემს ბავშვებზე, რათა  კონკურსში ისეთი ბავშვები გამეყვანა, რომლებიც ათეულში მაინც მოხვდებოდნენ. საერთოდ არ ვფიქრობდი I ადგილზე, თუმცა ისე მოხდა რომ უკვე მეორედ დაიმსახურა ჩვენმა სკოლის ბავშვმა „სამტრედიის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი, წელს კი მოწინავე ადგილებზე ორი ბავშვი გავიდა. ძალიან დიდი მოტივაციაა ჩვენთვის. ჩვენი სკოლა იმით არის ცნობილი, რომ კონკურსებში სულ ვმონაწილეობთ და ჩემს კოლეგებთან ერთად ვშრომობთ. ეს შედეგი იმის მიმანიშნებელია, რომ ჩვენმა შრომამ სათანადო შედეგი გამოიღო. ვფიქრობ, მოსწავლეები „ეტალონში“ იმიტომ უნდა მონაწილეობდნენ, რომ საკუთარი ცოდნის რეალიზება მოახდინონ, ის უნარები რასაც იღებენ მაქსიმალურად გამოამჟღავნონ. ჩემი ბავშვების თითოეული მიღწევა, წარმატება მეამაყება და მახარებს, რომ ჩვენს მოსწავლეებს უამრავი შედეგი აქვთ. მადლობა „ეტალონს“.

გიორგი სტურუა, მესამე ადგილის მფლობელი სამტრედიის N6 საჯარო სკოლა:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ გასულ წელსაც ვმონაწილეობდი თუმცა, ათეულში ვერ მოვხვდი. წელს კი შედეგი გავაუმჯობესე და სამეულში ვარ, რაც ძალიან მახარებს. „ეტალონმა“ დიდი მოტივაცია და სტიმული მომცა იმისთვის, რომ მეტი ვისწავლო, ზოგადი თემებისა და სკოლის ირგვლივ მასალები მოვიძიო და შედეგი კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესო იმისთვის, რომ მომავალში I ადგილი ავიღო. ჩემს თანატოლებს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობას ვურჩევ, მით უფრო რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები მოდის და ამ კონკურსში მონაწილეობით ექნებათ გამოცდილება, რათა არ შეეშინდეთ ტესტირების დროს. ასევე, აიმაღლებენ ცოდნას, თუ როგორ წაიყვანონ საკუთარი ცოდნის სტილი, რა მხრივ განვითარდნენ, რაც შედეგსაც მოუტანთ და წარმატების გარანტიაა.

ლეილა კუბლაშვილი, სამტრედიის N6 საჯარო სკოლის დირექტორი:

მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“  შესანიშნავი პროექტია. ჩვენი სკოლა ამ პროექტში დიდი ხანია ჩართულია. კარგად სწავლება მხოლოდ საკლასო ოთახით კი არ შემოიფარგლება არამედ, ეს ხდება სახლში, პროექტებით სწავლებისას, მუზეუმებში, საქმიან შეხვედრებსა და ა.შ. მიხარია, რომ გიორგი სამეულში მოხვდა, რაც ჩვენი პატარა სკოლისთვის ძალიან დიდი მიღწევაა. ამ პროექტის ფარგლებში ეს მიღწევა იოლი საქმე არ იყო. გიორგი შესანიშნავი, მოსწავლეა და შედეგიც თვალნათლივ ჩანს. მთელი სკოლა მას წარმატებებს ვუსურვებთ. ჩვენ და „ეტალონი“ ერთ საქმეს ვაკეთებთ. სწავლა და მოტივაცია ასეთ პროექტებზე დიდად არის დამოკიდებული, რაც სწავლების ყველა საფეხურზე კოგნიტური განვითარებისთვის აუცილებელია. მნიშვნელოვანია აგრეთვე ისიც, რომ ეს პროექტი სწავლებისთვის სასარგებლო იდეებს დაგვპირდება. ჩვენი მიზანი კი მომავალი თაობის აღზრდა, სხვადასხვა სტრატეგიებით მყარი ცოდნის მიცემა და ამ ცოდნის ტრანსფერია, რაც ამჯერად ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ გამოვლინდა. ეს პროექტი მოსწავლეებს დამოუკიდებლად აზროვნებას უვითარებს და თავისი შესაძლებლობების ანალიზს აკეთებს - მაქსიმუმია ეს თუ მინიმუმი? ვინაიდან, გიორგი მესამე ადგილზე გავიდა იფიქრებს, რომ ცოდნისთვის კიდევ სჭირდება რაღაც, რათა შემდგომში I ადგილი დაიკავოს. მჯერა, ის ყველაფერს შეძლებს. მრავალმხრივ განვითარებული მოსწავლეა და მის ყველა წარმატებას დიდი სიხარულით შევუერთდები.

ზაზა ჩახუნაშვილი, სამტრედიის N6 საჯარო სკოლის პედაგოგი:

გიორგის წარმატებაში დარწმუნებული ვიყავი, რადგან ძალიან მონდომებული და მოტივირებული მოსწავლეა. ინტელექტ-ჩემპიონატში ბავშვების მონაწილეობა რა თქმა უნდა შედეგის მხრივაც არის მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო აღსანიშნავია, ცოდნის გაღრმავება. ისეთი შეკითხვებია, რომელიც მოსწავლის ცოდნის გაღრმავებასა და გამომჟღავნებას უწყობს ხელს. თუ რაიმეს ვერ გასცა პასუხი მოტივაციას აძლევს ბავშვს, რომ უფრო მეტი იკითხოს და სიღრმეებში წავიდეს. მოსწავლეებს, ყველას მოვუწოდებ, რომ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად მონაწილეობდნენ.


იხილეთ ასევე:

2022 წლის „სამტრედიის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

„ეტალონმა“ გზა ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას დაულოცა“- სამტრედიის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ I ეტაპი დასრულდა

სამტრედიელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
სიახლეები
მათემატიკის სიყვარულით დაწყებული წარმატება - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი ნიკოლოზ გოგოლაძე
მასწავლებლების გამოცდებზე 19 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა
ცნობილია აბიტურიენტების არჩევანი საგამოცდო საგნების მიხედვით
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
„მადლობა კლუბის თითოეულ წევრს საინტერესო და კარგად ორგანიზებული აქტივობისათვის“,- ამბობენ სკოლაში
ვიქტორინა  III, IV, V, VII, VIII და IX კლასებში გაიმართა და მასში მოსწავლეები ხალისითა და შემართებით ჩაერთნენ
აღსანიშნავია, რომ აქტივობამ თითოეული მოსწავლე დადებითი ემოციებით დამუხტა
კვირეულის ბოლოს, ღონისძიება - „სიტყვავ, რუსთველის ხელში ნაქონო“, გაიმართა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება