| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
წარმატებას მიაღწია სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ნინი გირკელიძემ.
ის „ახალი განათლების" მიერ გამოცხადებულ კონკურსში „დაწერე მინიატურა“ მონაწილეობდა. მისმა ნამუშევარმა „არასდროს დამავიწყდები“ ნომინაციაში - „ჟიურის რჩეული" გაიმარჯვა.
მისი ნამუშევარი „ახალი განათლების“ ნომერში გამოქვეყნდა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„ათ საუკეთესო მინიატურაში, რომელიც „ახალი განათლების" 2022 წლის 22 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა, ნინი გირკელიძის მინიატურა პირველია.
ვულოცავთ ნინისა და მისი ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებელს, თამარ ყურაშვილს, ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას