სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალსოფლის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე წარმატებული სწავლისთვის დაჯილდოვდა
24-06-2022
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი დიდი წარმატებით დასრულდა.

სკოლის წარმატებული მოსწავლეები: დალილა მიქელაძე, ლიზი ბერიძე და სესილი ხალვაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის „მოსწავლეთა სტიპენდიის“ ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მინდია დიასამიძემ დააჯილდოვეს.

აღნიშნულ ღონისძიებას ახალსოფელი, ჭარნალი, სარფის მაჟორიტარი დეპუტატი ელიზბარ ზოიძე, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე და ახალსოფლის აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანების თავმჯდომარე ქეთევან სურმანიძე ესწრებოდნენ.

პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების (X-XI-XII კლასი) დაფინანსებას ითვალისწინებდა, რომელთაც საერთო შეფასება 9.8 და მეტი ჰქონდათ.

პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი 54 განცხადებიდან, 54-ვე დაკმაყოფილდა.

აქვე გაცნობებთ, რომ პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2022 წლიდან ამოქმედდა და რომლის მიზანი მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეების, წახალისებისა და პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის ღვაწლის დაფასებას ემსახურება.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება