სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ ყურადღება დაუთმონ წიგნიერების მიმართულებით შვილების განვითარებას“-წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა
24-06-2022
-
+


საზაფხულო არდადეგების დაწყებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. 

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორ, ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავასთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- სკოლა ჩემთვის არის. . .

- მეორე ოჯახი, სადაც თავს ვგრძნობ მუდამ სასიამოვნოდ დაღლილად, ეს ის ადგილია სადაც ჩემი, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის შესაძლებლობების რეალიზება ხდება, სადაც თავს ვგრძნობ კომფორტულად და, უბრალოდ, ამ ადგილის გარეშე არსებობა ვერ წარმომიდგენია.

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- მოსწავლეთა წარმატებებს, მათ საქმისადმი პასუხისმგებლობით დამოკიდებულებას, ჩემდამი, უდიდეს სიყვარულს და იმედიანად მომზირალ თვალს ვხედავ.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .

- დიდ ემოციასთან, სიყვარულთან, სინანულთან და იმედიანი მომავლის განცდასთან ასოცირდება.

- განათლების სისტემას სჭირდება. . .

- 1. მოტივირებული, მოსწავლე; 2. ინოვაციური, მუდმივად პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული მასწავლებელი; 3. სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართული მშობელი;

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .

- იმით, რომ პროექტ „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულობით მივიღეთ მე-3 თაობის ესგ დანერგვის პროცესში აქტიური მონაწილეობა, გავიუმჯობესეთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გავხდით საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის - „პატრიოტი დიასპორელის“ მეოთხე და „ჰელფინგ ჰენდის“ პროექტის - „მოხალისეობა მნიშვნელოვანი წევრი.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- მეტი ყურადღება დაუთმონ საკუთარ შვილებთან ურთიერთობას, წიგნიერების მიმართულებით მათ განვითარებას და სოციუმთან კონტაქტს.

- სასწავლო წლის დასასრულს. . .

- როცა თითქოს ყველაფერი დამთავრდა და დასასვენებლად უნდა გავემზადოთ, იმ წამსვე იკვეთება ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისი, სამომავლო მიზნები და ამოცანები. ანუ სულ მოძრაობასა და მოქმედებაში ვართ, სულ რიტმში.... როგორც დიდი ვაჟა იტყოდა: „მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული“.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება