სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესის სადარაჯოზე 
24-06-2022
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი გარემო იყო შექმნილი და ბავშვები სხვადასხვა პროექტებზე ხალისით მუშაობდნენ.

​მათ შორის, მე-8გ კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი ნათია ფაჩუაშვილი, დამრიგებელი გ. ხუსკივაძე) სასწავლო წლის ბოლოს წარადგინეს თემატური გეგმით გათვალისწინებული პროექტები:

  • რა შეიძლება გამოიწვიოს მოზარდებში თამბაქოს მოხმარებამ და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?
  • რა შეიძლება გამოიწვიოს მოზარდებში ალკოჰოლის მოხმარებამ და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?
  • ჯანსაღი კვება;
  • სტიმულატორები - ყავა, ჩაი, შოკოლადი.
„სხვადასხვა საკითხის დამოუკიდებლად გამოსაკვლევად საუკეთესო სავარჯიშოა პროექტი, რომელსაც მოსწავლეები გარკვეული დროის განმავლობაში ამუშავებენ და შემდეგ წარუდგენენ აუდიტორიას. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს თამბაქოზე, ალკოჰოლზე, ჯანსაღ საკვებსა და სასუსნავებზე, მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებზე. მონაწილეობდნენ საკლასო დისკუსიაში და თანაკლასელებთან ერთად იმსჯელეს პრევენციულ ღონისძიებებზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება