სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლა არის ადგილი, სადაც ყოველი დღე გამოწვევაა და ეს გამოწვევები მაძლიერებს“- ნათია სულავა, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორი
24-06-2022
-
+


რას ნიშნავს მისთვის სკოლა? რა სჭირდება განათლების სისტემას? და მისი აზრით, რით იყო 2021-2022 სასწავლო წელი გამორჩეული - etaloni.ge-ს ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორმა ნათია სულავამ უპასუხა.

- სკოლა ჩემთვის არის...

- ადგილი, სადაც თავს ვგრძნობ შემოქმედებითად და რეალიზებულ ადამინად. ესა არის ადგილი, სადაც ყოველი დღე გამოწვევაა და ეს გამოწვევები მაძლიერებს, როგორც მასწავლებელს.

- მოტივაცია მემატება, როცა...

- ჩემი მოსწავლეები წარმატებას აღწევენ, შედეგზე გადიან, როცა კლასის ყველა მოსწავლისთვის შესაბამისი და დაძლევადი დავალების შესრულების შემდეგ მათ გაბრწყინებულ და თავდაჯერებულ თვალებს ვხედავ, როცა სწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომია.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...

- სიახლის მოლოდინს მიღვიძებს. მათთან დროებით გამომშვიდობება ჩემთვის ახალი გამოწვევაა. მომავალ სასწავლო წელზე ზრუნვის დასაწყისია.

- განათლების სისტემას სჭირდება...

- ბევრი მოტივირებული პედაგოგი.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო...

- ორწლიანი ონლაინ სწავლების შემდეგ დავუბრუნდით საკლასო სივრცეში სწავლებას და დავგეგმეთ უამრავი საკლასო თუ სკოლისგარეშე აქტივობა.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ...

- ბავშვები ასეირნონ ბუნებაში, მოსწავლეები ცოცხალი ბუნების საოცარ სამყაროს დააკვირდნენ, გააკეთონ ჩანაწერები რომელი ფრინველი, ცხოველი ან მწერი ნახეს და რა თავისებურებით ხასიათდებოდდნენ. მოაგროვონ ფოტომასალა, შეაგროვონ ლამაზი კენჭები და ნიჟარები. მოამზადინ პრეზენტაცია „ჩემი ზაფხული“ და სექტემბერში როცა დაბრუნდებიან  ნანახით გააოცონ თანატოლები. პრეზენტაციას სააქტო დარბაზში გავმართავ და პირველად მე წარვსდგები მათ წინაშე ჩემი პრეზენტაციით, სადაც მასალები საკუთარი მოპოვებული იქნება. რაც შეიძლება დააკაონ ბავშვები ფიზიკური აქტივობებით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება