| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ნაყოფიერად და წარმატებით დასრულდა.
საზაფხულო არდადეგებზე სკოლიდან მოსწავლეები სახალისო და შემეცნებითი და საზეიმო აქტივობებით გააცილეს.
სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით დირექციამ მე-12 კლასს მოუწყო გაცილება თბილ და სასიამოვნო გარემოში, პედაგოგებმა გზა დაულოცეს და წარმატებები უსურვეს თავიანთ უკვე ყოფილ მოსწავლეებს.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შორის, სპორტისა და მათემატიკის ინტეგრირებულ გაკვეთილზე, ჩატარდა სპოტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“. შეჯიბრმა საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეები მასში ხალისითა და დიდი მოტივაციით ჩაერთნენ.
სკოლაში მოეწყო შემეცნებითი ექსკურსიების კვირეული, რომლის მიზანიც იყო: ქართული ღირსშესანიშნაობების უკეთ გაცნობა და შეყვარება, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ურთიერთობების გამყარება და უკეთ თანამშრომლობა.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებს ჩაუტარდათ სახალისო და ინტეგრირებული ღია გაკვეთილები ბუნებაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი