| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2021-2022 სასწავლო წელი დასრულდა, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას.
ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის დირექტორ მარინა ცინცაძეს დაუკავშირდა.
- სკოლა ჩემთვის არის ...
- ცოდნის ტაძარი, სადაც ბავშვმა ასევე უნდა ისწავლოს სიყვარული, მეგობრობა, ტოლერანტობა და ჩამოყალიბდეს ღირსეულ პიროვნებად.
- მოტივაცია მემატება, როცა ...
- ვხედავ თვალებგაბრწინებულ მოსწავლეებს, რომლებსაც ესმის შენი, როცა გაქვს მიღწევები....
- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის ...
- მიჭირს, რადგან ისინი ჩვენს თვალწინ იზრდებიან და ფრთიანდებიან ... „ძნელია როცა ბუდიდან აფრინდება, რადგან გეშინია სწორი მიმართულებით გააგრძელებს თუ არა ფრენას?“ ჩვენ გვიყვარს ისინი და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ...
- განათლების სისტემას სჭირდება ...
- პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ პრაქტიკული გამოცდილებაც სკოლის მუშაობის შესახებ...
- სასწავლო წელი გამორჩეული იყო ...
- გამოწვევებით, რომლებსაც წარმატებით გავართვით თავი ჩვენს მოსწავლეებთან ერთად
- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ ...
- არ შეწყვიტონ ბავშვებისადმი ყურადღება, შეურჩიონ მხატვრული ლიტერატურა და სხვადასხვა სასარგებლო აქტივობებით დააკავონ თავიანთი შვილები...
- სასწავლო წლის დასასრულს ...
- მადლობას ვუხდი ჩვენს მშობლებს, მოსწავლეებს და პედაგოგებს წლის მანძილზე თანამშრომლობისა და გაწეული შრომისათვის, ყველას ვუსურვებ ბედნიერ არდადეგებს, წინსვლას და წარმატებებს.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას