სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებს ახალი სახელმძღვანელოების შესარჩევად ვადა 4 ივლისამდე აქვთ
21-06-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ X კლასისთვის (ზოგიერთ საგანში სრული სასწავლო წლისთვის, ზოგიერთ საგანში კი I სემესტრისთვის) განკუთვნილი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაასრულა, ასევე დასრულდა საბაზო საფეხურის IX კლასის იმ სახელმძღვანელოების შეფასება, რომლებმაც წინა წლებში გრიფი ვერ მოიპოვეს.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოების შერჩევის შესაძლებლობა მიმდინარე წლის 20 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით აქვთ. შერჩეული სახელმძღვანელოები სასწავლო წლის დაწყებამდე დაიბეჭდება და ყველა საჯარო სკოლაში დარიგდება.

გრიფირების პროცესში სხვადასხვა საგანზე სულ 47 განაცხადი იქნა წარმოდგენილი, მათგან IX კლასის საგნებში - 5, ხოლო X კლასის საგნებში - 42. მათგან 30-მა სახელმძღვანელომ მიიღო გრიფი.

გრიფირებული სახელმძღვანელოები საგნების მიხედვით იხილეთ ბმულზე: https://cutt.ly/fKlsHzH

აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოების რეცენზირებისთვის მიმდინარე წელს კონკურსის წესით შეირჩნენ რეცენზენტები, რომლებმაც სახელმძღვანელოების შეფასება შემდეგი კრიტერიუმებით განახორციელეს:

· ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა,
· შინაარსობრივი, სტრუქტურული და ენობრივი გამართულობა,
· სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობა
· მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა.

სახელმძღვანელოებს აფასებდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები. შემფასებელთა ჯგუფში წარმოდგენილნი იყვნენ როგორც პრაქტიკული გამოცდილების მქონე მასწავლებლები, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენლები - დარგის მეცნიერები, კურიკულუმის ექსპერტი, ფსიქოლოგი, ფილოლოგი და სპეციალისტი ადამიანის უფლებათა მიმართულებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საგნობრივი რეცენზენტებისთვის, რეცენზირების პროცესის დაწყებამდე, ჩატარდა რამდენიმე დღიანი ტრენინგი. ასევე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინიციატივით, რეცენზენტებს ჩაუტარდათ ტრენინგები შემდეგი მიმართულებით: ადამიანის უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, დისკრიმინაცია, სტიგმა, თანასწორობა, უმცირესობების უფლებები, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, ბავშვთა უფლებები, ქალთა უფლებებიდა ა. შ.

გასული წლების მსგავსად, სახალხო დამცველის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, შეფასების პროცესში ჩართულები იყვნენ სპეციალისტები, რომლებიც სახელმძღვანელოებს აფასებდნენ სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, რამდენად თავისუფალია სახელმძღვანელო სტერეოტიპული დამოკიდებულებისგან, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული ელემენტებისგან, რამდენად არის გათვალისწინებული მდგრადი განვითარების პრინციპები და სხვ.

პროცესის უფრო მეტად გამჭვირვალობისა და საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, რეცენზირების პარალელურად, ყველა სახელმძღვანელოს მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი) მიმდინარე წლის 3-30 მარტის (IX კლ) და 14 აპრილი-1-ელი მაისის (X კლ) ჩათვლით დაიდო საჯაროდ. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ამ პერიოდში ჰქონდა სახელმძღვანელოების გაცნობისა და მათზე შენიშვნა/რეკომენდაციების წარმოდგენის შესაძლებლობა.

განაცხადები არ შემოსულა შემდეგ საგნებში:

1. აფხაზური ენა და ლიტერატურა (VII-IX კლასები);
2. მშობლიური ენა და ლიტერატურა რუსული/სომხური/აზერბაიჯანული (VII-X კლასები);
3. ფიზიკური აღზრდა და სპორტი (IX-X კლასები).

გრიფირებული სახელმძღვანელოები არ შეირჩა შემდეგ საგნებში:

1. სამოქალაქო განათლება (პროექტული სწავლება) X კლ;
2. მეორე უცხოური ენა - რუსული ენა (X კლასი).

ამ საგნებში მომავალ წელს განმეორებით გამოცხადდება კონკურსი უკვე XI კლასის სახელმძღვანელოებთან ერთად.

სახელმძღვანელოების შეფასების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, სამინისტრო იწყებს დასრულებული გრიფირების პროცესის ანალიზს ძლიერი და სუსტი მხარეების გამოსავლენად და მზადაა გამომცემლების, ავტორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისგან მიიღოს კონკრეტული წინადადებები, შენიშვნები და რეკომენდაციები.

იხილეთ: ახალი სახელმძღვანელოები საგნების მიხედვით 2022-2023 სასწავლო წლისთვის

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება