| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მასწავლებლებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ ზოგადი უნარების გრძელვადიანი კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა.
თანამედროვე მიდგომები სწავლებაში, პოზიტიური სასწავლო გარემო და ეფექტური კომუნიკაცია - ტრენინგ-კურსი ამ მოდულებით, 40-მა მსმენელმა გაიარა.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია, ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კლუბში გაიმართა. ღონისძიებას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგების პროგრამის წარმომადგენლები, პედაგოგები და სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, სამომავლოდ STEM მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„ჩვენ ბევრ პროექტს ვახორციელებთ ერთად, უპირველესად ეს არის მასწავლებლების გადამზადება, გვაქვს ითვინინგის პროგრამა, ვთანამშრომლობთ სტიმის მიმართულებითაც და რაც მთავარია, ჩვენი ახალი ელექტრონული სახლის რესურსები ხელმისაწვდომი იქნება მათი ყველა მასწავლებლისა და რა თქმა უნდა მოსწავლეებისთვის.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენისა და შემოწმების ვადები იცვლება
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ღონისძიებამ მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრები გააერთიანა
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას