სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ ბავშვებთან ერთად დრო დაუთმონ საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებს“ - მატნის N2 სკოლის დირექტორი ლეილა ბათურაშვილი
09-06-2022
-
+


საზაფხულო არდადეგების მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, მათი აზრით, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. 

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლის დირექტორთან, ლეილა ბათურაშვილი​ს ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- სკოლა ჩემთვის არის. . .

- მეორე ოჯახი, ფერადი, ლამაზი სამყარო.

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- სასწავლო გარემოში ბავშვების გაბრწყინებულ თვალებს ვხედავ, მათ სახეებს არ აწერია რაიმე განცდა ან სევდა. მოსწავლე-მასწავლებლებს შორის იგრძნობა გულიდან წამოსული სითბო და კეთილგანწყობა.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .

- საზეიმოა, ტარდება სხვადასხვა საინტერესო აქტივობები, რაც მოსწავლეებს განაწყობს ხალისიანად, პოზიტიურად ტოვებენ სასკოლო სივრცეს არდადეგების მოლოდინში და განსაკუთრებით ახლა, როდესაც იგეგმება სკოლის შიდა და გარე კოსმეტიკური რემონტი, მთელი სკოლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა, ასევე სექტემბრიდან სკოლას ეყოლება ორი მანდატური. 

- განათლების სისტემას სჭირდება. . .

- რომ სკოლებს ჰქონდეთ მეტი რესურსი და კომპიუტერული ტექნოლოგიები, რათა შევძლოთ სასწავლო პროცესის უკეთესად მართვა.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .

- იმით რომ, წარმატებით გავუმკლავდით დროის გამოწვევას პანდემიის პირობებში, ასევე მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში მოსწავლეებისათვის სასწავლო გარემო გახდა უფრო საინტერესო და ხალისიანი. გაიზარდა მშობელთა დამოკიდებულება და ჩართულობა სასწავლო პროცესში.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- ეს პროცესი ბავშვებთან ერთად განსაზღვრონ და დაუთმონ დრო საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებს. ეს პერიოდი არის შესაძლებლობა იმის რომ ოჯახი ერთად იყოს და მეტად ჩაწვდნენ ბავშვის შინაგან სამყაროს, მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებს.

- სასწავლო წლის დასასრულს. . .

- გისურვებთ იყოთ ბედნიერები, რადგან მხოლოდ ბედნიერი ადამიანია ხალისიანი და შემდგარი პიროვნება, ხალისიან დასვენებას გისურვებთ!

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება