სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოტივაცია მემატება, როცა ჩემს მიერ აღზრდილი მოსწავლეები ქვეყნის ღირსეულ ნაწილს წარმოადგენენ“- რკვიის საჯარო სკოლის დირექტორი ილარიონ ლაბაძე
09-06-2022
-
+


საზაფხულო არდადეგების მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, მათი აზრით, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. 

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიის საჯარო სკოლის დირექტორ ილარიონ ლაბაძესთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- სკოლა ჩემთვის არის...

- დაწესებულება, რომელიც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს თითოეული პედაგოგისაგან, ჩვენ ხომ მომავალი თაობის აღზრდისა და სულიერად სწორად ჩამოყალიბებაზე გვაქვს პასუხისმგებლობა.

- მოტივაცია მემატება, როცა...

- ჩემს მიერ აღზრდილი მოსწავლეები არიან ხშირ შემთხვევაში წარმატებულები, წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ნაწილს.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...

- გარკვეულ ღელვასთან არის დაკავშირებული, თუმცა ყოველთვის ვახერხებთ დავულოცოთ მათ გზა უკეთესი მომავალი და საინტერესო მიზნების მისაღწევად.

- განათლების სისტემას სჭირდება...

- მოსწავლე-ახალგაზრდებზე მორგებული სასწავლო გარემო, სასწავლო გეგმა და კარგად მომზადებული პედაგოგები შესაბამისი ანაზღაურებით.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო...

- იმით, რომ ბოლოსდაბოლოს დამარცხდა პანდემია და სკოლები გადავიდნენ დისტანციური სწავლებიდან სასკოლო ოთახში სწავლებაზე, რაც აუცილებლად უკეთეს შედეგს მოგვცემს მოსწავლეთა ცოდნის მიღების კუთხით.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ...

- უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ საკუთარ შვილებს, ბავშვების გარკვეულ ნაწილს ამ ბოლო დროს ემჩნევათ სითბოსა და სიყვარულის დეფიციტი, რაც ცუდად მოქმედებს მათ ფსიქიკაზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება