სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„განათლების სისტემას სჭირდება მეტი მხარდაჭერა სასკოლო თემისგან“- ისლამ მამედოვი, ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის დირექტორი
09-06-2022
-
+


სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის დირექტორ ისლამ მამედოვს დაუკავშირდა. 

- სკოლა ჩემთვის არის...

- საკუთარი შესაძლებლობების განხორციელების საშუალება. ვცდილობ, მაქსიმალურად დავიხარჯო, რათა შევძლო ჩემი ღირსეული  წვლილი შევიტანო მორალურად და ფიზიკურად და ჯანსაღი, ტოლერანტული  ახალი თაობის აღზრდაში.

- მოტივაცია მემატება, როცა...

- ჩვენი სკოლის აღზრდილები არიან წარმატებული ადამიანები; როცა ისინი ავლენენ შემოქმედებით უნარებს, თავად ქმნიან ღირებულებებს და არ ცხოვრობენ არსებულის ხარჯზე, როცა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ახდენენ არა მარტო ჩვენს სამშობლოში, არამედ ქვეყნის გარეთაც.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...

- ამაღელვებელია. თან მიხარია, რომ ისინი ცხოვრების ახალ საფეხურზე დგებიან, თან გული მწყდება, რომ ჩვენგან მიდიან. თუმცა ვცდილობ, მათ მხოლოდ პოზიტივი ვაჩვენო. მისალმება და გამომშვიდობება ყოველთვის საზეიმოა. შევახსენებ, რომ მათ წინაშე ახალი შესაძლებლობები, ახალი პერსპექტივა იშლება; ცხოვრების ახალი გზა იწყება.

- განათლების სისტემას სჭირდება...

- მეტი მხარდაჭერა სასკოლო თემისგან. ადგილზე ჩვენ უკეთ ვიცნობთ პრობლემებს. პრაქტიკა გვაჩვენებს, როგორ „მუშაობს“ ესა თუ სიახლე; რისი შეცვლაა საჭირო. რა უნდა გავაკეთოთ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო...

- სიახლეებით. XXI საუკუნე ინოვაციების ეპოქაა. მასწავლებელი ამ ეპოქის შემოქმედი და მაცოცხლებელი წყაროა, რადგან ის ზრდის  ქვეყნის მომავალს. როგორც პოეტი ი. ნონეშვილი ამბობს: „ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო, მასწავლებელი რომ არ ჰყოლოდა“.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ...

- იზრუნონ მოსწავლეთა შინაარსიან დასვენებაზე, მისცენ რჩევები, რომ ივარჯიშონ ყოველდღიურად, სწორად იკვებონ და დაიცვან „ჯანსაღი ცხოვრების წესი“. შვილებს წიგნი შეაყვარონ, რადგან მას ვერაფერი შეცვლის.

- სასწავლო წლის დასასრულს... 

- ბავშვებს ბედნიერ ზაფხულს ვუსურვებ. ცოტა მოგვიანებით კოლეგებსაც ვემშვიდობები ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე. ჩემთვის კი არდადეგები არ არსებობს. ვიწყებ ფიქრს დამზადებას, როგორ დავგეგმო სასწავლო პროცესი ისე, რომ ყოველი ახალი ეფუძნებოდეს ძველს და გათვლილი იყოს წინსვლაზე; როგორ გავიდეთ მაქსიმალურ შედეგზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება