სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთე, რომ ლემშვენიერას საჯარო სკოლა ყოფილიყო წარმატებული“-გულნაზი ჭელიძე, ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორი
09-06-2022
-
+


არდადეგების მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, მათი აზრით, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორ გულნაზი ჭელიძეს დაუკავშირდა. 

- სკოლა ჩემთვის არის...

- მეორე სახლი, სადაც 34 წელია ვმუშაობ. ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთე, რომ ლემშვენიერას საჯარო სკოლა ყოფილიყო წარმატებული. ვფიქრობ, რომ საუკეთესო პედაგოგები და ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი ყველა დაბრკოლებას ღირსეულად გადალახავენ. საუკუნის მესამედია ამ კედლებში ვმოღვაწეობთ და ერთი საჩივარიც არ მახსოვს სკოლაზე დაწერილი და განხილული. ეს ბევრის მთქმელია....სკოლა ჩემთვის „ენერგიის განახლებადი რესურსია“.

- მოტივაცია მემატება, როცა...

- მესმის ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულების წარმატებები, როცა მოგვდის მადლობის სიგელები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან; როცა აქტიურად მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში; როცა მწერენ, რომ წარჩინებით დაამთავრეს სასწავლებელი; როცა საქართველოსა და ევროპის ჩემპიონები ხდებიან; როცა ჯანსაღ ოჯახებს ქმნიან და მათი შვილები ისევ ჩვენ სკოლაში მოდიან.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის ...

- ყოველთვის მიჭირს. ერთად გატარებული თორმეტი წლის შემდეგ მაშინ ტოვებენ სკოლის კედლებს, როცა უკვე ყველა სიცელქე დაძლეულია და საყრდენი ხდებიან სკოლისთვის. კურცხლი ცრემლისა და გულაჩუყების გარეშე 22 თაობიდან ვერცერთი ვერ გავაცილე.

- ვფიქრობ, განათლების სისტემას სჭირდება ...

- ერთიანი ხედვა და მუდმივი განახლება. ის უნდა დაეხმაროს ყველა სკოლას, განურჩევლად მოსწავლეთა რაოდენობისა, ისეთი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაში, რომელიც სჭირდება XXI საუკუნის მოსწავლეს და მასწავლებელს.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო ...

- იმით, რომ ონლაინ სწავლების რეჟიმიდან შევძელით საკლასო ოთახებში დაბრუნება, რამაც გაახალისა და გაამრავალფეროვნა სასწავლო პროცესი. გვყავს 75-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის ფინალისტი. სკოლა ჩაერთო ორ დიდ პროექტში - „ეკოკლუბი“- დავცვათ საქართველოს სისუფთავე“ და ილიაუნის მიერ ორგანიზებულ „წიგნის მოყვარულთა კლუბში“. საუკეთესო ნამუშევრები მალე გამოიფინება ილიაუნიში.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ ...

- დაეხმარონ შვილებს შეძენილი ცოდნის შენარჩუნებაში. ჩემი აზრით, არ უნდა მოწყვიტონ შვილები წიგნს.

- სასწავლო წლის დასასრულს ...

- ჩვენს აბიტურიენტებს ვუსურვებ წარმატებებსა და გრანტებს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

რამდენპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს აბიტურიენტმა პროფესიულ პროგრამაზე რომ ჩაირიცხოს

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება