სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოტივაცია მემატება, როცა მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს ვამჩნევ“ - ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა გორგაძე
08-06-2022
-
+


საზაფხულო არდადეგების მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, მათი აზრით, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. 

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს​ პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის დირექტორის, ნათელა გორგაძე​ს ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- სკოლა ჩემთვის არის. . .

- მეორე ოჯახი.

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- ვხედავ მასწავლებელთა და მოსწავლეთა სიყვარულს ერთმანეთისა და ჩემს მიმართ, როცა ვამჩნევ მოსწავლეთა სიყვარულს წიგნის მიმართ.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .

- არის სასიხარულოც და სამწუხაროც, სასიხარულოა იმიტომ, რომ ერთი თაობა მიდის და სხვა მოდის, სამწუხაროა, რადგან ასაკი მემატება.

- განათლების სისტემას სჭირდება. . .

- მოსწავლეთა გამოცდები საფეხურების მიხედვით მაინც.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .

- პირველ რიგში პანდემიის დასრულების გამო.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- შვილები დაასაქმონ რაიმეთი, ხშირად იყვნენ მათთან ერთად.

- სასწავლო წლის დასასრულს. . .

- ვულოცავ პირველ რიგში კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის გამო, მეორე რიგში მომავალ პირველკლასელებს, რადგან მათთვისაც იცვლება ცხოვრების რიტმი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება