სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა ჩემთვის არის ადგილი, სადაც შევიძინე ყველაფერი და რისთვისაც მზად ვარ ყველაფერი გავიღო“ - ცეცხლაურის N1 სკოლის დირექტორი ლადო ხოზრევანიძე
08-06-2022
-
+


საზაფხულო არდადეგების მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, მათი აზრით, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. 

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორ, ლადო ხოზრევანიძის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- სკოლა ჩემთვის არის...

- ოჯახი სადაც დავიბადე, გავიზარდე... ადგილი, სადაც შევიძინე ყველაფერი, რისთვისაც მზად ვარ ყველაფერი გავიღო.

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- დილიდან ყველა პედაგოგი დროულად არის სკოლაში. მოსწავლეთა მაქსიმალური სწრებადობაა. არავის ეჩქარება, მზადაა დილიდან მაქსიმალურად დაიხარჯოს, აურა კარგია და ვაცხადებ ზარი დაირეკა - „პირველი რაუნდი“ დაიწყო. ღიმილით მიდიან კლასებში.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .

- მტკივნეულია. ისინი ხომ „ბეღურები“ არ არიან სულ ჩვენთან იყვნენ. ისინი „მერცხლები“ არიან, გაფრინდებიან და როცა დათბება მოფრინდებიან.

- განათლების სისტემას სჭირდება. . .

- დაფინანსება, პროფესიონალიზმი სკოლებში და სამინისტროებში; სკოლიდან მისული გამოცდილი კადრები, ვინც სკოლის დერეფანი იცის და მასთან კლასი ახლოსაა.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .

- ღონისძიებებით და პროექტებით, სასწავლო ექსკურსიებით.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- ​დაწყებითებში წიგნთან ახლოს, განსაკუთრებით I-II კლასებში; გართობა კი - წმინდა საბავშვო შეურჩიონ და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება გააგრძელონ. 

- სასწავლო წლის დასასრულს. . .

- მშვიდობიანი დასასრული ექსესების გარეშე, პედაგოგების მაქსიმალური ჩართულობა ე.ს.გ, ამოწურვა ობიექტური შეფასება, დამრიგებლების მეტი ყურადღება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის ეზო მხიარულებით და მოსწავლეთა გაბრწყინებული სახეებით აივსო

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

„15 სექტემბერს თბილისის №219 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის კარს განსაკუთრებული სიხარულითა და შემართებით გააღებს“
 

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება