სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„განათლების სისტემას სჭირდება მასწავლებლები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან მიიღონ სიახლე“- გორელოვკის N3 სკოლის დირექტორი ნათია კაპანაძე
08-06-2022
-
+


საზაფხულო არდადეგების მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, მათი აზრით, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დირექტორ, ნათია კაპანაძის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- სკოლა ჩემთვის არის. . .

- საინტერესო, საყვარელი ადგილი, სადაც მიმდინარეობს მუდამ ცოცხალი პროცესი - მოსწავლეთა გონებრივი ზრდა-განვითარება.

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- ვხედავ, რომ ჩემი მოსწავლეები ხედავენ ჩემს შრომას და სწორად იგებენ ახსნილ მასალას. ასევე, როდესაც ვგრძნობ, კოლეგები ერთიანები არიან, ისწრაფვიან ერთიანი მიზნისაკენ.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .

- ასოცირდება თითქოს მონატრებასთან და სითბოსთან; სითბოსთან, რომელიც სამომავლოდ შეხვედრას მოითხოვს.

- განათლების სისტემას სჭირდება. . .

- განათლებული მასწავლებლები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან მიიღონ სიახლე, რათა გადასცენ მოსწავლეებს ცოდნა ახლებურად, საინტერესოდ, თანამედროვედ.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .

- რადგან დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ მოსწავლეები წავიდნენ შემეცნებით, სასწავლო ექსკურსიებზე - ახალციხესა და ბორჯომში.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- დაასვენონ შვილები სასიამოვნო გარემოში, ურჩიონ და წააკითხონ საინტერესო წიგნები.

- სასწავლო წლის დასასრულს. . .

- მადლობას ვეტყვი ყველა მოსწავლეს 2021-2022 სასწავლო წელს განხორციელებულ სასკოლო და კლასგარეშე აქტივობებში ჩართვისათვის, მათ ვუსურვებ საინტერესო ზაფხულის არდადეგებს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება