სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოტივაცია მემატება, როცა ვხედავ, იმ ძალისხმევამ, რომელიც მოსწავლეების განვითარებაში ჩავდე, შედეგი გამოიღო“-ელზა მაკარაძე, სახალვაშოს სკოლის დირექტორი
08-06-2022
-
+


სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები წელს აჯამებენ და გვიყვებიან რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი? რას ურჩევდნენ მოსწავლეთა მშობლებს არდადეგებზე? და რა სჭირდება ყველაზე მეტად განათლების სისტემას. 

ამჯერად, საინტერესო ბლიც-კითხვებით etaloni.ge ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ-ს ელზა მაკარაძეს დაუკავშირდა. 

- სკოლა ჩემთვის არის. . .

- ადგილი სადაც ხდება თვითრეალიზაცია, მუდმივად იზრდები პროფესიულად და სული არასოდეს ბერდება, რადგან სულ ახალგაზრდა სიცოცხლესთან მუშაობ.

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- ვხედავ, იმ ძალისხმევამ, რომელიც მოსწავლეების განვითარებაში ჩავდე, შედეგი გამოიღო. მაბედნიერებს თითოეული წარმატებული ბავშვი, მოტივაციაც უწყვეტად მაქვს.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის. . .

- ემოციურია, სულ მეტირება. ვხდები რომ არდადეგებზე რაღაც მაკლია და „ცარიელ“ სკოლის კედლებში მუშაობა არაა სასიამოვნო.

- განათლების სისტემას სჭირდება. . .

- ახალგაზრდა კადრები. ადამიანები, რომელთაც ბოლო ათწლეულში მიიღეს განათლება თანამედროვე მიდგომებით. ასეთი პედაგოგი შეძლებს დანერგოს თანამედროვე, 21-ე საუკუნის კომპეტენციებზე დაყრდნობილი სწავლება.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო. . .

- ვინაიდან წლის დასასრულს დავინიშნე დირექტორად და ბოლო 3 თვეში იმდენ წარმატებას მივაღწიე, ნამდვილად დასამახსოვრებელი წელი იქნება.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- იზრუნონ მოსწავლეების მორალურ განვითარებაზე, მეტი დრო გაატარონ შვილებთან, ვინაიდან ეს მათზე აისახება.

- სასწავლო წლის დასასრულს. . .

- იმედი მაქვს უკეთესი მომდევნო სასწავლო წლის. ახალი იდეები, ახალი შემართებები და ბევრი წარმატებული მოსწავლე მინდა მყავდეს სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის ეზო მხიარულებით და მოსწავლეთა გაბრწყინებული სახეებით აივსო

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

„15 სექტემბერს თბილისის №219 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის კარს განსაკუთრებული სიხარულითა და შემართებით გააღებს“
 

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება