სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როგორ გავიმარტივოთ ისტორიის შესწავლა - მეცნიერები გვირჩევენ
22-03-2018
-
+


შორეულ წარსულში, როდესაც ბერძენმა მწერალმა, სახელად ჰეროდოტემ, ბერძნული ტრადიციებისა და კულტურის, ომების აღწერა დაიწყო, ყველაზე ლამაზ ოცნებაშიც ვერ იფიქრებდა, რომ ახალ მეციერებას დაუდებდა საფუძველს და „ისტორიის მამად“ იწოდებოდა.

როგორც ერთერთ უძველეს და უმნიშვნელოვანეს დისციპლინას, ისტორიას სპეციფიკური მიდგომები და მეთოდები სჭირდება შესამეცნებლად.

გაიმარტივეთ და გაიხალისეთ ისტორიის შესწავლა Etaloni.ge - სთან ერთად:                          

ისტორიკოსები საგნის მარტივად ასათვისებლად შემდეგ მეთოდებს გვთავაზობენ: 

ქრონოლოგიური მეთოდი - ისტორიული მოვლენები და ფაქტები თანმიმდევრულად ლაგდება, შორეული წარსულიდან თანამედროვეობისაკენ.

რეტროსპექტული მეთოდი - ისტორიული ფაქტების მოძიება- გამორკვევა, წარსულის სიღრმეებში მუდმივი და თანმიმდევრული წვდომით. 

კონკრეტული ისტორიის მეთოდი - ყველა ფაქტისა და მოვლენის გააზრება- დამახსოვრება.
 
შედარების მეთოდი - სხვადასხვა დროსა და სივრცეში მომხდარი მოვლენების დაკავშირება ან დაპირისპირება, მსგავსი ფაქტების განსხვავებული რაკურსით დანახვა და აღქმა. 

ტიპოლოგიის მეთოდი - ფაქტებისა და მოვლენების საერთო ნიშნით გაერთიანება. 
 
ლოგიკური მეთოდი - შეისწავლის და აანალიზებს ფაქტებს მოვლენის ზენიტში ყოფნისას, რადგან ამ დროს საკითხის მრავალი თავისებურება იჩენს თავს.

ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების გარდა, მეცნიერები ისტორიის სიღრმეებში ჩასაწვდომად სხვა, მონათესავე დისციპლინების ცოდნას იყენებენ. მოსწავლეებს კი, ზოგად მეთოდებთან ერთად, ისტორიის შესწავლის საკუთარი, ინდივიდუალური მიდგომების მოძიებას ურჩევენ.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„მადლობა, თითოეულ პატარა შემოქმედს, რომ ასეთი ფერადი, ცოცხალი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს“

პროექტის მთავარი გზავნილი იყო: „პატარა ხელებით, დიდი გულებით - აქედან იწყება სიკეთე“

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება