სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ავაფერადეთ სკოლის კედლები თუ ეზოები“ - წინარეხის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნა
06-06-2022
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორიო დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს და მრავალფეროვან სახალისო აქტივობებში ჩართეს. 

„1 ივნისი - ბავშვთა დაცვის დღე... რა არის ბედნიერი, თავისუფალი, ლაღი ბავშვების გარეშე ჩვენთვის ეს დღე?! არც არაფერი... ბავშვები ხომ ჩვენი შვილები, ჩვენი მოსწავლეები, ჩვენი მომავლები არიან... მათი თავისუფლება, მათი ლაღი ბავშვობა ხომ ჩვენი სრულყოფილებაა... ეს მათ კარგად იციან, რადგან ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ამაზე, ხშირად ვუხსნით, რომ მათი თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა, რომ მათი ბედნიერება ჩვენი ბედნიერებაცაა, რომ ჩვენი მომავლები, ვისთვისაც მთელი კაცობრიობა არსებობს, ისინი არიან. 

ბევრიც ვიხალისეთ, ვითამაშეთ, ვიცელქეთ, ვხატეთ უამრავი პეპლები, ყვავილები, ღიმილები. ავაფერადეთ სკოლის კედლები თუ ეზოები...

ეს ჩვენი დღეა, ეს ყველას დღეა... გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს და სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება