სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პედკოლექტივი ულოცავს პატარა ხელოვანებს“ - ბოგვის საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები, მათი ცეკვით მოხიბლული საზოგადოება და მიწვევა თურქეთში
04-06-2022
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი ბოგვის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ყოველთვის აქტიურად და დიდი წარმატებით მონაწილეობენ.

სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები თბილისის პროფკავშირების კულტურის ცენტრში გამართულ, ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტში მონაწილეობდნენ და საკუთარი ნიჭით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს.

თეთრიწყაროს ანსამბლ - „დიდგორის“ წევრები: ნია ადოლაშვილი, ლექსო ადუაშვილი, ლუკა ფარაჯანაშვილი (V კლასი), მარიამ ხომასურიძე (IV კლასი), ბარბარე ხომასურიძე (III კლასი), მათე ადოლაშვილი (II კლასი) და გიორგი ჩეჩელაშვილი (I კლასი) შესანიშნავი ნომრებით წარსდგნენ.

აღსანიშნავია, რომ ანსამბლის ქორეოგრაფი მარი ჟღენტი გახლავთ.

„ანსამბლის პატარა თაობამ წარმატებით წარმოადგინა ცეკვა „აჭარული“ და მოწვევა მიიღო ფესტივალზე, თურქეთის რესპუბლიკაში, კერძოდ კაბადოკიაში. ბოგვის სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს და წარმატებებს უსურვებს პატარა ხელოვანებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:









კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება